вторник, 29 ноября 2011 г.

უსათაურო

სწორედ მაშინ, როცა ფიქრობ, რომ ახალ სიცოცხლეს იწყებ და ყველაფერი გენიალურად იქნება, რაღაც ხდება ჯეკ, უმნიშვნელო, გულისმომწურავი კონფლიქტები გარშემომყოფებთან და საკუთარ თავთან, კიდევ უფრო მეტად გიჭირს სიზმრებიდან გამოფხიზლება და ყველაზე საიმედო ადგილი სახლის ის კუთხეა, სადაც არავინ მოგძებნის.


ნოემბრის ბოლოს გამოგონილი ოპტიმიზმიც გაიძურწა და დაღლილობის გარდა არაფერი დატოვა.


როცა ყველა უმნიშვნელო წყენას ყელში მომდგარი ბურთივით ყლაპავ და არც თოვლი გიხარია, უნდა დანებდე ჯეკ, ცოტა ხნით მაინც, თორემ ხომ ხედავ, არაფერი გამოდის იმედგაცრუებისა და მოწყენილობის გარდა. 

არავის აჩვენო რომ სუსტი ხარო. კარგი რა ჯეკ, ვის რა ჯანდაბად უნდა  პლასტმასის ღიმილი. 

3 comments:

Da-v-iD комментирует...

მოწყენასაც ნიჭი და შნო უნდა... თუ არ გამოგდის დღეს - გამოგივა ხვალ !!!

Sophie שרה Golden комментирует...

ეგ რა სისულელეა, სისუსტე არავის დაანახოო. ძალით ძლიერი ადამიანები მაღიზიანებს, არაბუნებრივები რომ არიან და ამ დროს ბოღმა ყელში ებჯინებათ.
ყველაფერი უნდა გამოხატო, რასაც გრძნობ და იამაყო კიდეც ამით, ჩემი აზრით.

katerina комментирует...

მართალი ხარ, ნაძალადევი ემოციები სულაც არაა საჭირო, რაც ხარ და როგორც ხარ, ისე უნდა იყო.