понедельник, 1 августа 2011 г.

I'm sorry

რამდენიმე დღეა იმაზე ვფიქრობ, რომ ალბათ  ვეღარ მოვახერხებ ახალ ურთიერთობას ვერავისთან. იმიტომ არა, რომ არ მინდა, ან კიდევ ვერაფრით ვაღწევ თავს ლანდებს და სიზმრებს. უბრალოდ ძნელია. ჩემი ასაკის, ან კიდევ ცოტა უფროსი ადამიანები სტერეოტიპების, ცხოვრების წესისა თუ სიჯიუტისგან გაუხეშებულნი არიან, ნაჯახივით ხასიათი აქვთ.

მე კიდევ ყველაფერი მომბეზრდა. ერთადერთი რაც მინდა, ფარდებჩამოშვებულ, გრილ სახლში ყოფნაა. დაველოდებოდი შემოდგომას მშვიდად და ყვავილებს მოვუვლიდი.

3 comments:

მოლი ბლუმი комментирует...

სტერეოტიპების და ცხოვრების წესის ერთგულებას, ჩვენს ასაკში, ჩამოყალიბებული მიკროსამყარო ჰქვია და სულაც არ არის ცუდი :) უფრო პირიქით :)

mecmikvarkhar комментирует...

გეთანხმებით. ჩვენს ასაკში უკვე მართლა ძალიან რთულია რამის შეცვალ, თუმცა არა შეუძლებელი :)

Paranoid Android комментирует...

you're very special one <3
http://www.youtube.com/watch?v=B_Vs37KtNpE&feature=related