понедельник, 3 января 2011 г.

გამარჯობა, მე ვცხოვრობ ფეისბუქზე

კი,  უკვე დროა შეიქმნას რაღაც ანონიმი ალკოჰოლიკების საზოგადოების მსგავსი, სადაც  ადამიანები აღიარებენ, რომ დამოკიდებულნი არიან ფეისბუქზე. ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო ამ საზოგადოების პირველი წევრი მე გავმხდარიყავი.

ჰოდა გამარჯობა, მე მქვია ნანა და უკვე რამდენიმე თვეა ვცხოვრობ ფეისბუქზე. ჩემი ყოველი დილა იწყება გვერდის შემოწმებით. დღეში „ვაშეარებ“  მინიმუმ ათ „ლინკს“ და ვტოვებ ამდენივე კომენტარს. ვათვალიერებ რამდენიმე „ფრენდის“ და ყოფილი შეყვარებულის გვერდს, ვიბოღმები თუ უცხო ქალები მის გვერდზე ტოვებენ ჩემს საყვარელ სიმღერებს და კომენტარებს, ვებრძვი ცდუნებას დავათვალიერო მათი გვერდები და ყოფილ შეყვარებულს მივწერო სასტიკი წერილები, სადაც  ვამხელ ყველა ცოდვაში რაც კი ოდესმე ჩაუდენია და იმედი მექნება, რომ ცოტათი მაინც დაფიქრდება და ინანებს რომ დავშორდით.

ყოველ დღე ფესიბუქზე ვხედავ ათეულობით ადამიანს, რომლებიც ზუსტად ისევე ცხოვრობენ როგორც მე, თავიანთი ძვირფასი დროის უდიდეს ნაწილს უთმობენ ფეისბუქს, ვირტუალურ მეგობრებს, ქმნიან კოალიციებს, დახურულ და ღია ჯგუფებს, „ალაიქებენ“ და აპროტესტებენ, ტოვებენ კომენტარებს და დაუსრულებლად...

რამდენიმე თვის წინ მქონდა სამი წლის ნანატრი შვებულება, რომლის დიდი ნაწილი ფეისბუქზე გავატარე. მქონდა ფული, შემეძლო სადმე წავსულიყავი, მაგრამ ამის ნაცვლად საათობით დავხეტიალობდი კედლიდან კედელზე.  

დღეს უკვე მერამდენე ადამიანმა მითხრა, რომ ფეისბუქის ადამიანი ვარ. თავიდან ვღიზიანდებოდი, ზუსტად ისე, როგორც ალკოჰოლიკს არ უნდა აღიაროს, რომ სასმელზეა დამოკიდებული, თუმცა მორჩა. ვაღიარებ, ეს უკვე დიაგნოზია. არ შემიძლია იმის თქმა, რომ ფეისბუქზე საერთოდ ვიტყვი უარს, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს უბრალოდ სისულელე იქნება, თუმცა მომწყინდა. გაღიზიანების გარეშეც მომწყინდა.
საგანგებოდ არ ვწერ ფეისბუქის სიკეთეებზე. ეგ თქვენც იცით.  






6 comments:

vasasi комментирует...

ეჰ, მეგობრებო..

:/

Agasfer комментирует...

ეჰ...
1-2-3 იანვარი.
ფეისბუქიდან ცხვირი არ გამომიყვია (იმას თუ არ ჩავთვლით, რომ 31-ში 12 საათზე გარეთ გავვარდი და ფეიერვერკს ვუყურე)
არაუშავს, ესეც კარგია :))

შორენა комментирует...

მეც ვცხოვრობ ფეისბუქზე, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ახალი ტერმინის გათავისებას ვცდილობ. "დროის რაციონალური მართვა" ეს ჩემი მოფიქრებული ტერმინია, რომელიც აუცილებლად უნდა მომეგონებინა, რომ ცოტათი თავი დამეღწია ფეისბუქისთვის, გეტყვი რომ სულ ცოტათი გამომივიდა, მაგრამ მე მაინც არ მჯერა ბოლომდე განკურნებული ალკოჰოლიკების, ნარკომანების და თამბაქოს ყოფილი მომხმარებლების:)
პაუზების, შემდგომ კი უფრო გაცხოველებული ვარეფრეშებ, ვალაიქებ, ვკითხულობ და ა.შ
ასე, რომ არაფერი გამოვა, ფეისბუქისგან და ინტერნეტისგან საბოლოო განკურნება,მაინც არავის ინტერესში არ შედის, რადგან იგი ჩვენს მეორე, აუნაზღაურებად სამსახურად იქცა.
გკოცნი ნან. შენი პოსტები უფრო მეტად გაპირადულდა და მე ეს ძაან მომწონს:*

Keti комментирует...

მთავარი აღიარებაა – "დიაგნოზის" :)
მერე უკვე შეიძლება გადაწყვეტილების მიღება: ისევ ფეისბუკობა თუ მისგან როგორმე გაქცევა :)

მე ვერ "მომარჯულა" :) არც ისე ვაქტიურობ...

sosooooooooooooooooo ))))) комментирует...

tven cudad gqoniat saqme )))) me iseti samsaxuri maq internettan var sul da sxva saqme ar amq tuara faceooki da dro gamyavs, saxshi ro mivide da mteli dge komptan momiwios jdoma sheidzleba erti 5 wuti chavrto... memgoni ar unda viyo facebookholloki :))))))) ubralod samsaxurhsi dro gamyavs, shabat kviras sul ar vrtav ))))))))

sosooooooooooooooooo ))))) комментирует...

კომპიუტერო მანიააა ეგ საერთოდ და არა ფეის ბუქის ბრალიიი ))) ადრეც იქნებოდით რამეზე მიჯაჭვული მაგალითად ოდნოკლასნიკზე )))) რაგაცა ყოველთვის იყო პროსტა ფეის ბუკზე იმიტომ ხართ დამოკიდებული რო არ საოცარ საიტზე ყველაფერია მოკლედ რო ვთქვა ყველაზე ხშირად ალბათ google.com ამ საიტს ვიყენებთ და მაშინ დამოკიდებულნი ვყოფილვართ )))) ეგ კომპიუტერომანიააააა ; )))))))