суббота, 1 января 2011 г.

ლურჯი ნათურა



მინდა წავშალო ბლოგი, გავაუქმო ანგარიში ფეისბუქზე და ცეცხლში შევაგდო ყველა საყვარელი წიგნი. მერე დავწვე მამაჩემის საწოლში, სადაც ბავშვობაში მხოლოდ მაშინ მაწვენდნენ, როცა ავად ვიყავი,  ტორშერზე ავანთო ლურჯი ნათურა და ძალიან ბევრი ვიძინო, რამდენიმე საუკუნე.


მამაჩემი სამი წლის წინ მოკვდა. ლურჯი ნათურა ტორშერზე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი რომ გადაიწვა.  ადამიანმა, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი,  ფეისბუქზე მეგობრებიის სიიდან წამშალა. თან ახალი წელია. საკამარისი არ არის ავი აზრები რომ გიტრიალებდეს თავში?!

p.s. თუ პირადი ბლოგების კითხვა არ მოგწონთ, ჯანდაბამდე გზა გქონიათ! 

5 comments:

fiamifero комментирует...

გული მეტკინა :(

fsiqe комментирует...

შეიცვლება :) ხვალ კარგი დრე იქნება :*

Anonymous комментирует...

იყო მომენტი როცა სამი თვე ბლოგზე არაფერი დამიწერია და დაახლოებით ოთხი თვე ფეისბუქში არ შევსულვარ და რა, გგონია რამე შეიცვალა.

mecmikvarkhar комментирует...

ნან არ წაშალო რა :* იცი როგორ მიყვარხარ <3 მე უცნობ ადამიანს ძალიან მიყვარხარ, შენმა ბლოგმა შემაყვარა შენი თავი ... ხოდა ეხლა წარმოიდგინე რამდენია ჩემნაირი რეალურ ცხოვრებაში რომ არ გიცნობს მაგრამ ვირტულურში უყვარხარ :) ხოდა გულს ნუ დაგვწყვეტ! ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ, და ეს სიტყვებად არ დარჩება, მართლა კარგად იქნება, იმიტომ რომ ასეა ყოველთვის ცუდს ძალიან მაგარი ამბები მოყვება ხოლმე :*

კატიე комментирует...

"ადამიანმა, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი, ფეისბუქზე მეგობრებიის სიიდან წამშალა. თან ახალი წელია."

აი ამას როცა ვკითხულობ ხოლმე, გული მეწურება, მაშინ ვხვდები, ჩემი "უწყინარი" და გაუაზრებელი საქციელი, როგორ მტკივნეული იქნებოდა. არადა სულ რაღაც ფბ-დან წაშლაა, წყეული ფბ! :|