среда, 22 декабря 2010 г.

არავითარი უელბეკი

ასეთი დაღვრემილი და გაქუცული მწერალი არასოდეს მინახავს. ჯერ ჩავთვალე, რომ მხოლოდ ერთ  ვიდეოში იყო მოწყენილი და უბედური, მაგრამ ყველგან ასეთია, ფოტოებზე, ეკრანზე, წიგნებში... რამდენიმე თვის წინ წავიკითხე მისი „პლატფორმა", რომელიც ფრანგულიდან ირმა ტაველიძემ თარგმნა, ვაპირებდი დამეწერა ჩემს შთაბეჭდილებაზე, მაგრამ რადგან უელბეკი ძალიანაა მოდაში, მე კი, აბა რა დასამალია, ცოტას წავუსნობებ და მოდაში რომ არის ისეთ რამეებზე არ მიყვარს წერა, მითუმეტეს თუ 900-ჯერ დაწერეს უკვე.

ეს ინტერვიუ ძალიან მომწონს. ერთი სიტყვა არ მესმის ფრანგულად, მაგრამ ჟესტები, პაუზები, ყველა დეტალი ძალიან მრავლისმთქმელია, მით უფრო თუ გიყვართ ეს კაცი. 

მე მიყვარს ცოტა გაქუცული ადამიანები. 

პ.ს. სათაური ისე, სხვათაშორის. 



3 comments:

mariefille комментирует...

მე მიყვარს ეს კაცი. უფრო სწორად, მე ძალიან მიყვარს ეს კაცი. სიბინძურეზე ასე პირდაპირ და ბინძურად რომ წერო და მაინც ძალიან მაგარი იყო, თითებზე ჩამოსთვლელებს შეუძლიათ და ერთ-ერთი აი ეგ გაქუცული კაცია.

Agasfer комментирует...

მე კი შთაბეჭდილება ვერაფრით ჩამოვიყალიბე
არც ისა ვარ და არც ცისა ))

paranoid android комментирует...

:D (vigacasgamovadeqismaili)