суббота, 16 октября 2010 г.

უკაცრავად, მე თქვენ მომწონხართ


ადამიანები კრიტიკულ დამოკიდებულებას უფრო ადექვატურად იღებენ, ვიდრე კეთილგანწყობას. ხშირად მქონია შემთხვევა; გავიცნობ ადამიანს და მომწონს, უბრალოდ ისე: იმიტომ რომ გონიერია, საინტერესოდ საუბრობს, კარგი პოსტი დაწერა, სიცოცხლით სავსეა,  კეთილი ღიმილი აქვს ან თუნდაც ლამაზი თვალების გამო... რა ვიცი, ისე, უბრალოდ მომწონს. როგორც წესი ჩემი კეთილგანწყობის დაფარვას არც ვცდილობ, ან რატომ უნდა ვეცადო, ვინმე რომ მოგწონს ცუდია?!

რასაკვირველია არავის ვეკიდები ყელზე და ლოყებს არ ვუკოცნი - „დედა რა საყვარელი ხარ“  ძახილით, კეთილგანწყობა უბრალოდ ყურადღებით, რაღაც უმნიშვნელო ნიუანსებში გამოიხატება, თუმცა ხანდახან ესეც უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს, რადგან  ჩემი სიმპათიის ობიექტისგან ისეთი სიცივე მოდის, იმ წუთასვე მინდა გავეცალო. 

 ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მგონია ადამიანებს არ სჯერათ, რომ შეიძლება ისე მოგწონდეს, განსაკუთრებული მიზეზის, ან ურთიერთობის გარეშე. თუ ეს ადამიანი მდედრობითი სქესისაა, კიდევ რა უჭირს, აი თუ ბიჭია, მინიმუმ გარშემომყოფების დარწმუნება შეიძლება გახდეს საჭირო, რომ უბრალოდ მოგწონს ადამიანი და „კუხნის“ დიზაინზე არ ფიქრობ.

მოკლედ, თუ ჩემსგან იგრძენით ყურადღება, არ დაიძაბოთ, თორემ მე დავიძაბე უკვე. დაიჯერეთ, რომ კარგი ტიპები ხართ. რა, ძნელია?! 

8 comments:

nastasia комментирует...

მე სულ თავიდანვე მომწონხარ და კარგად თუ დავფიქრდები, შეიძლება მივხვდე, რო უკვე მიყვარხარ :)
აი ასე, დაძაბულობების და გაკვირვებების გარეშე

Agasfer комментирует...

მე ლილიანი მკერავს, დამღალა უკვე :/

:evil:
:D

Agasfer комментирует...

:D
სულ გულებით დავდევ და თავს ვიზღვევ, რომ თავის მართლება არ მომიწიოს საზოგადოების წინაშე :D
ჭორებს ვავრცელებ, ასე ვთქვათ :D
ბინძური პროვიკაციაა.
:D

Agasfer комментирует...

წერა როდის უნდა ვისწავლო ნეტა :drug:

ზედა კომენტარში პროვიკაცია კი არა, პროვოკაცია უნდა დამეწერა :დ

ნან комментирует...

:DDDD

Keti комментирует...

მეგონა, ჩემს სათქმელს წერდი :)
ასე დავიძაბე რამდენჯერმე და ახლა ჩუმად მომწონს ხოლმე :) არ ვახმოვანებ. ის კი არ ვიცი, რამდენად გამოვხატავ – გარედან როგორ ჩანს. ეს უბრალოდ ადამიანური მოწონებებია. თუ სიტყვით ვთქვი, შეიძლება მოწონებულმაც სხვაგვარად იფიქროს, ამიტომ უბრალოდ კეთილგანწყობილი ვრჩები :)

mokhetiale комментирует...

ამ პოსტს რომ ვკითხულობდი ის დღე გამახსენდა აბასთუმანში, სადილობისას რომ აღმოვაჩინე მაგიდას ვისთან ვიყოფდი:))) მერე გაუჩერებლად ავლაქლაქდი როგორ მომწონდა შენი ბლოგი, პოსტები და შენ... დღეიდან გაბედულად დაგალაიქებ, ბევრჯერ დაგიწერ რომ ძალიან მომწონხარ და ერთერთი საუკეთესო ადამიანი ხარ მათ შორის ვისაც ვიცნობ.♥♥♥


P.S. როგორც იქნა ბლოგსპოტის კომენტარები დავამუღამე:))) აწი შეგაწუხებთ ხოლმე ბლოგსპოტელებს გულთბილი მოკითხვებით ვორდპრესიდან:))

Toma комментирует...

me kide mgona msgavs aadmianebs tvitdajerebulebastan aqvt problema.