четверг, 14 октября 2010 г.

რომერის ბიჭი და ტაფაზე შემწვარი ვაშლი


ვინ წვავს ვაშლს ტაფაზე? ვინ და ტატა, ძველისძველ ხელმოტეხილ ტაფაზე ალაგებს ზამთრის ვაშლის მჟავე ნაჭრებს, ცოტა შაქარს აყრის და ტაფას თავზე მჭიდროდ ახურავს. ტაფა დგას ფეჩზე, ვაშლი საკუთარ წვენში იხარშება. ოთახში  შეშის ტკაცუნის ხმა ისმის. ტატა გარინდულია და ტაფაზე მიმწვარი შაქრისა და  ვაშლის კანის სუნი აფხიზლებს.  


რომერის ბიჭი დამპირდა ერთხელ ტაფას ვიშოვი და ვაშლი  შევწვათო, მაგრამ დაავიწყდა. არადა რა მაგარი იქნებოდა ვაშლის შეწვა ოთახში, სადაც შუქი მხოლოდ ჭერში გაჭრილი, ოთხკუთხა ფანჯრიდან შემოდიოდა.




ან რას გადავეკიდე ამ ვაშლს?  ავდგები და მარტო შევწვავ.


მიყვარს სკარლეტ იოჰანსონის ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, იმის მიუხედავად, რომ „New York, I love You“ ნაგავია. ცივი, ნაცრისფერი დილა მომწონს, ქევინ ბეიქონის პერსონაჟი. კაცი, რომელიც უთენია დგება, საგულდაგულოდ იკრავს თასმებს ფეხსაცმელზე, უკანასკნელი ცენტებით ყიდულობს სიგარეტს, სენდვიჩსა და ყავას და სანაპიროზე მზის ამოსვლას ხვდება.


ყველაფერი თავიდან იწყება ჯეკ! 

[youtube http://www.youtube.com/watch?v=7G0YFmn0xVw&w=560&h=349]

3 comments:

ეკაუკა комментирует...

შემწვარი ვაშლის სუნი მომივიდა :)

Natalia комментирует...

მე კიდევ მიყვარს New York, I love you. ბევრი საინტერესო მომენტია და ნიუ იორკი იგრძნობა თავიდან ბოლომდე. პარიზ ჟ'ტემ-ს მირჩევნია ბევრად.

ეს ნოველა არ მქონდა ნანახი. რაღაცით ჩემი თავი მივამსგავსე ამ კაცს. მეც შემიძლია ბოლო კაპიკებით ნაყიდი რაიმე საკვებით თავი ბედნიერად ვიგრძნო, რამდენიმე წუთით მაინც :)

mariefille комментирует...

საწვიმიანამინდე,ვაშლისსუნიანი,შეშისსუნიანი,რომერის ფილმებისსუნიანი პოსტია :)

ნანა,ვაშლის შეწვას თუ დააპირებ,მე ერთ მარტივ რეცეპტს გასწავლი,შეიძლება იცი კიდეც : გული ამოჭერი და გატარებული ნიგვზით და ქიშმიშით ამოავსე,ძალიან გემრიელია :) Bon appetit