суббота, 24 июля 2010 г.

"Is this what I get for making love?" ანუ ერთკაციანი აქციის მასტერკლასი

ფეისბუქზე დაგეგმილი, ირანში ქალთა უფლებების მხარდამჭერი აქცია 4 საათზე იყო. 12-ზე გამეღვიძა და ეგრევე რედაქციაში გავვარდი, დიდი ქაღალდები და მარკერები ვიყიდე, რომ ტრასფარანტების მსგავსი რამ გამეკეთებინა. დრო ცოტა იყო, ჩვენი ახალი სტაჟიორის დახმარებით სამი ტრანსფარანტის გაკეთება მოვასწარი სულ და კინო „თბილისთან“ გავედი. 4 საათზე იქ ვიყავით მე, ჩემი რედაქტორები, რომლებმაც სულგრძელად დამიჭირეს მხარი და ტარიელი, აჭარანიუსის რეპორტიორი.

ადგილზე მივედი თუ არა, გულმა რეჩხი მიყო, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ფესბუქზე 17 ადამიანმა დამიდასტურა მოსვლა, ამდენს არ ველოდი, მაგრამ ხუთი ადამიანის იმედი მაინც მქონდა. ვიდექი ასე, ხელში მეჭირა ტრასფარანტი წარწერით: „ყველა ქალს აქვს სიცოცხლის, სიყვარულის და არჩევანის უფლება“ და ხალხი მათვალიერებდა როგორც ზეციდან ჩამოვარდნილს.

ხუთის ნახევრამდე მეც და ადგილზე მოსულ აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფსაც გვქონდა იმედი, რომ აქცია რამდენიმე ადამიანით შეივსებოდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. თან წაღებული მქონდა რამდენიმე ათეულ ფურცელზე ამობეჭდილი ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რას ვაპროტესტებდით და ვარიგებდით.

აქციით დაინტერესდნენ იქვე, მოედანზე შეკრებილი ბავშვები და რამდენიმე დამსვენებელი, ამასობაში დასცხო კოკისპირულმა წვიმამ და ეს ჩვენი ტრასფარანტები ხელში ჩაგვადნა ამ ხუთ ადამიანს. ბოლომდე არ დავნებდი, ვიდექი თავსხმა წვიმის ქვეშ და ირანსა და საქართველოში ქალთა უფლებებზე მთელის სერიოზულობით ვესაუბრებოდი აქციით დაინტერესებულ სამ დამსვენებელს, რომლებიც ჩემდა გასახარად ნეტგაზეთის მკითხველები აღმოჩნდნენ.

ასე მორჩა აქცია, მაგრამ ეგ არაფერი. მართალი გითხრათ არ გავბრაზებულვარ, მოსალოდნელიც იყო, რომ არავინ მოვიდოდა. მთავარია, მე მქონდა ამის გაკეთების სურვილი.

დღეს ამით არ დასრულებულა. საღამოს მეგობარმა დამიმესიჯა, ცნობილი კოლექციონერის ჩაწერა თუ გინდა წაგყვებიო, რათქმაუნდა მინდოდა და ასე ავღმოჩნდი ძალიან საყვარელი და ახირებული მოხუცის სახლში, რომელმაც ბევრ სხვა რამესთან ერთად ისიც გვიამბო, როგორ ცხოვრობდა ვიეტნამში და იქედან ჩამოტანილი სანდალის ხის ქანდაკების დაყნოსვის ნებაც დაგვრთო. ძალიან სასიამოვნო, ხის კევის და კიდევ რაღაც სუნელის სუნი ჰქონდა.

კინაღამ დამავიწყდა, კოლექციონერი თავისი დამზადებული საფერავით გაგვიმასპინძლდა და ბოლოს ჩემი თამადობით დალია ქართველი ქალების სადღეგრძელო.

ღმერთო შენ მიშველე!

პ.ს. ფოტოებს ორშაბათამდე ვერ ავტვირთავ, ამიტომ ვდებ ფეისბუქზე ეკა აღდგომელაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ერთ-ერთს, რომელიც დღეს თბილისში იგივე თემაზე გამართულ აქციაზეა გადაღებული.

ძალიან კარგი სტატიები ვიდეომასალით ამ თემაზე: „თითო ქვა რამდენი თუმანი ღირს?“, გაუფრთხილდით წითელ ფერს.

პ.ს რადგან ფრიად არასერიოზულ ხასიათზე ვარ, დაგეგმილი პოსტი სათაურით - „ყველაზე მაგარი გოგოები“, გადაიდო რამდენიმე დღით. აი ასე!

5 comments:

Tinatin комментирует...

Kochagh!!!! dzalian mnishvnelovania titoeuli adamianis pozicia. solidaroba dzalian mnishvnelovania da aravis aqvs garantia, rom mas ar sheekheba igive ram.

Agasfer комментирует...

ძალიან შორს ნუ ვიყურებით, აქვეა, ჩვენთან, განსაკუთრებით მთაში..
გოგო რომ იბადება, რა ვქნათ, სახლში წავიყვანოთო? კითხულობენ
პრობლემა არის და ამაზე სულ პატარა რეაგირებაც კი დიდი საქმეა.

Taa комментирует...

me mainteresebs acharashi romeli satelevizio arxia kvelaze metad kurebadi?

realuri monacemebit
mchirdeba :)

Taa комментирует...

Madloba Nan

Ajaris tv da 25 arxi ver qachaven?

Taa комментирует...

Zalian didi madloba

saintereso niusi iko chemtvis

shen sad mushaob?