понедельник, 26 июля 2010 г.

ოთხი ფილმი, რომელიც არ უნდა ნახოთ



1.    ყბები – რეჟისორი სტივენ სპილბერგი. საზიზღარი ფილმი მთავარ როლში დიდი ზვიგენით, რომელიც ყველაფერს ნთქავს და ანადგურებს. ღამით ვნახე, ვუყურებდი, სპილბერგი მძულდა და ერთი სული მქონდა ყველა შეეჭამა იმ ზვიგენს და რეჟისორიც მიეყოლებინა ზედ. რამდენიმე დღე ველოდი, რომ ეს ზვიგენი საიდანღაც გამოვარდებოდა და ფეხში მწვდებოდა. ხმელეთზე რომ ვიყავი, ეს გარემოება ვერ მამშვიდებდა. არ ღირს, არ ნახოთ, არაფერს დაკარგავთ საერთოდ და ზვიგენებიც დისქავერიზე გაცილებით სიმპათიურები და ასატანები არიან.



2.    „კოკო შანელი“ – რეჟისორი ან ფონტენი. მინდოდა რაღაც ლამაზი და სასიამოვნო ფილმის ნახვა, გადმოვწერე ეს ფილმი და... ძალიან გავბრაზდი რუსთავი2-ზე, რომელმაც მგონი საინფორმაციო გადაცემების კვირეული მიუძღვნა ამ ფილმის რეკლამას. ძალიან უნიჭოდ გადაღებული, არაფრისმთქმელი სურათი, ცუდი სცენარი და ოდრი ტატუ, რომელიც საშინლად თამაშობს.  ფილმის შინაარსი იმდენად უაზროა, რომ ნახევარ საათში დაგავიწყდებათ. კოკო შანელის საავტორო უფლებების დამცველი საზოგადოება ან რაიმე ამდაგვარი თუ არსებობს, უნდა უჩივლოს ფილმის რეჟისორს შანელის იმიჯის შელახვისთვის. ამ ფილმიდან დამამახსოვრდა მხოლოდ ის ეპიზოდი, სადაც შანელი-ტატუ ბარში მღერის და სულ „კოკო-კოკოო“ დაკაკანებს.


3.    მიდიოდა მატარებელი - რეჟისორი გიორგი შენგელაია.
ძველი და ახალი ქართველი ვარსკვლავებით გაძეძგილი ფილმი, მაგრამ არ მეგულება მსახიობი, რომელიც ამ ფილმს გადაარჩენდა. უსუსური და ძალიან სწორხაზოვანი სურათი, უკბილო იუმორით. ყველაზე მეტად რუსი, ქართველ კაცებზე გადარეული მატარებლის გამცილებელის პერსონაჟმა გამაღიზიანა, რომელიც ალბათ 37 მანეთად რუსეთში გადამფრენ კაცებს ესალბუნათ ნამეტანი, აქაოდა აჰაააა როგორ ვუყვარდით რუს ქალებსო. ისე გულწრფელად მაინტერესებს, მართლა მოსწონდათ ეს 37 მანეთიანი კაცები რუსეთში ქალებს, თუ ფული მოსწონდათ ამ კაცებს რომ ჰქონდათ ჩეჩქათ? მოკლედ ეს სხვა თემაა და ფილმი თუ არ გინახავთ, ტყუილად ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს.







4.    „მოკვდი ახალგაზრდა" – რეჟისორი ჯოელ შუმახერი.
აბა რა დასამალია, დიდი სიამოვნებით ვუყურებ მელოდრამებს და ყველა ჟანრის კინოს (ისტორიულის გარდა), მაგრამ ჩემი აზრით, ეს ფილმი არ ვარგა. სამჯერ დავიწყე ყურება და მომწყინდა საშინლად. სენტიმენტალური აუცილებელი ხომ არაა მდარეს ნიშნავდეს. უამრავი ადამიანი ვიცი ამ ფილმზე რომ გიჟდება, მაგრამ ვერ ამიჩუყა გული, ძალიან ყალბი ფილმია. ჯულია რობერტსის ვარცხნილობა მომეწონა მხოლოდ. ვარცხნილობა რა, ეგ ისედაც ყველა ფილმში გაწეწილია და უხდება. და ამ ფილმს მივაყოლებდი „ლამაზ ქალსაც”, დიდი სიამოვნებით.

ამჯერად ეს ფილმები გამახსენდა. თუ ნანახი არ გაქვთ, არ გირჩევთ მათზე დროის დაკარგვას. ისე ვიფიქრე, ხომ არ მიმეყოლებინა კიდევ რამდენიმე ფილმი, მათ შორის ლას ვონ ტრიერის „სიბნელეში მოცეკვავე”, მაგრამ არა. ამ ფილმის ნახვა ღირს, თუნდაც ერთი სიმღერის გამო, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

8 comments:

matilda комментирует...

nikoloz tu giorgi shengelaia?

ნან комментирует...

უჰ, სად შემიძლია მერე ზვიგენის შიშით ცახცახი. სულ მეგონა რომ გამოვარდებოდა ეკრანიდან :დდ

mecmikvarkhar комментирует...

"მოკვდე ახალგაზრდა" არის ჩემი სკოლის დროინდელი ფილმი, ეს ფილმი მახსოვს ძალიან კარგად რადგან ამ ფილმიდან გავიგე პირველად კლიმტის შესახებ :)))

Sophie Golden комментирует...

"კოკოს" გარდა, სამივე ფილმი ნანახი მაქვს. სტივენ სპილბერგი, როგორც პროდიუსერი უფრო მომწონს, ვიდრე რეჟისორი. თუ რამდენიმე ფილმს არ ჩავთვლით, ვერ ვხვდები, მაგის დიდი რეჟისორობა საიდან მოიტანეს??? ჯეიმს კამერონი მერჩივნა ყოველთვის, "ტიტანიკი" მაინც გადაიღი ისეთი, რომ საუკუნეების მანძილზე დარჩება.

ეს ფილმი მეც ბავშვობაში ვნახე და ჯულია მანდედან შემიყვარდა. მგონი, რა არის, იცი? მთავარია რეჯისორებმა ჯულია "შეაგდონ" ფილმში და მერე აღარაფერზე ფიქრობენ, თავისი სიცილით ყველანაირ ფილმს ქაჩავს. მიყვარს და მენატრება ეგ გაწეწილი ეგა! =))

ვაიმე, "მიდიოდა მატარებელი" რა pain in the ass-ია, ერთხელ ვნახე და შემრცხვა, ესაა ქართული კინო და დიდი მსახიობები? ჩხიკვაძე და კავსაძე :/ ეჰ...

blueberryn1ghts комментирует...

მე მომეწონა კოკო. : )

კატიე комментирует...

ბოლო 2 ნანახი მაქვს, მატარებელი მართლა სისულელეა, სხვა თუ არაფერია ტვ-ში, მაშინ თუ დატოვებ ჩართულს.

მოკვდი ახალგაზრდა ღრმა ბავშვობაშ ვნახე და მახსოვს რომ ძალიან გაწელილი ფილმი იყო, მაგრამ დამგრუზა :(

Taa комментирует...

„კოკო შანელი“

me momecona koko
martalia kokos cxovrebastan dzaan shorsaa realurad magram kargad kurebadi filmia
ar iglebi da uinteresoc ar xdeba

Анонимный комментирует...

ნებისმიერი ფილმი დაგეწერა, გარდა "მოკვდე ახლაგაზრდა"სი რა შეიძლება ითქვას ამ ფილმზე არ ვიცი, ვიცი ეს უბრალოდ შენი აზრია, და ისიც წავიკითხე,რო გიწერია ბევრი ვიცი ვინც გიჟდება ამ ფილმზეო(ერთ-ერთ მე ვარ:))) სამჯერ რო დაიწყე დიდი იმედი მაქვს დაასრულე,მესმის რო ბევრია ასეთი ფილმი, მაგრამ ნაკლებია ასეთი დასასრულით,არაფრისმომცემი და უაზრო უწოდო ამ ფილმს ცოტა არასწორი იქნება,ბევრი ასეთი ფილმი ვიცი ჩვეულებირი ბანალური დასასრულით, თუმცა ამ ფილმს მაგ სიაში ვერ შევიყვანდი, აღწერილია წყვილის ცხოვრება, რომლებიც იმედით აგძელებენ ცხოვრებას,ფილმი, რომელიც გვასწავლის, რომ არ უნდა დავნებდეთ, თუნდაც ყველაზე ცუდიც გარდაუალი იყოს და ა.შ. ვფიქრობ ძალიან დამაფიქრებელი ფილმია...
ჯულიას და სკოტის თამაშზე ხო საერთოდ არაფერს აღარ ვიტყვი,ვთვლი, რომ ეს ჯულიას ერთ-ერთი საუკეთესოდ ნათამაშები როლია.