суббота, 26 июня 2010 г.

ქართული ბლოგინგის დღეების ყვითელი ქრონიკა

დიდი და დამღლელი პოსტი არ იქნება. ყველაფერი ვთქვი ფეისიბუქსა და სხვადასხვა ბლოგებზე, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.

უბრალოდ, ბათუმში ცხოვრებას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს და კიდევ ერთი დაემატა, სულ 6-7 ბლოგერია ბათუმში, აქედან ერთ-ერთი მე ვარ და ოთხი ჩემი მეგობარია. ასე რომ ჯერ-ჯერობით აწყობილი მაქვს საქმე.

ხვალ და ზეგ ბათუმში ძალიან კარგი ბლოგერები გამოჩნდებიან (ეჭვიც არ მეპარება ასე იქნება), იმედი მაქვს მაგრად გამიხარდება და „ესენი სად იყვნენ, მე რომ ვწერდითქო“ არ ვიტყვი. თუ ვიტყვი და იქვე არ იქნებიან? კიდევაც მივიღებ პასუხს.

ნუ ჩქარობთ ადამიანს დაუძახოთ ბოღმა, თუ კი მას უჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რატომ ქვია მეგობრების ერთი ჯგუფის მიერ კვარიათში გამართულ სემინარს ქართული ბლოგინგის დღეები. ეს ადამიანებიც ბლოგოსფეროს ნაწილად თვლიან თავს, ან პასუხი გაეცით წესიერად, ან ცოტა უფრო მოკრძალებული რამე დაარქვით და პრობლემაც არ იქნება. ეჭვიც არ მეპარება, სხვა ჯგუფს რომ მოეწყო ქართული ბლოგინგის დღეების სახელით პრივატული შეხვედრა, ან რაიმე ამდაგვარი, ძველი ბლოგერები ადუღდებოდნენ.

ბათუმელი ბლოგერები რომ საერთოდ არავის გახსენებია ეგ სხვა ამბავია. ძალიან საწყენია, მაგრამ ერთ-ერთი ორგანიზატორისგან იყო ამაზე პასუხი და იმედია სხვა დროს სხვაგვარად იქნება.

მოკლედ სულ ეს იყო. ბლოგების მიმოხილვა ნეტგაზეთზე ორშაბათიდან განახლდება და აღარ შეწყდება.

ბლოგერებისთვის ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მაქვს კიდევ, მაგრამ ამაზე რამდენიმე დღეში დავწერ, როცა ყველა დეტალი დაზუსტდება.

პოსტები იგივე თემაზე: დათოს მთვარის კლუბი, ჰექსე, დოდკა, zur.ge,

3 comments:

Agasfer комментирует...

ამ პოსტს სრულიად ვეთანხმები :)
მიმოხილვის განახლება გამიხარდა, ძალიან :))

Katieé.Ge комментирует...

მადლობა, რომ ამ თემაზე შენ მაინც მოკლედ, კონკრეტულად და კორექტულად დაწერე.

სხვა პოსტების ქვეშ გამართულ ისტერიულ დისკუსიებშიც, დამამახსოვრდა, ერთერთი ყველაზე რაციონალური კითხვები დასვი.

გულწრფელად გამიხარდა.

Magic No Hair комментирует...

მნიამნიამ ბათუმშიმინდა...