суббота, 12 июня 2010 г.

"ვითო-ვითო"




რედაქცია თითქმის ცარიელია, გრილა. გვერდით ცივი, უშაქრო ყავით სავსე ჭიქა მიდევს, სამუშაო მაქვს და ისე ვგრძნობ თავს, თითქოს არავისთვის არ ვარ საჭირო. ჰო, მაგარი სისულელეა ვიცი, ისიც ვიცი რომ ერთ საათში ეს ყველაფერი გამივლის, მაგრამ ახლა ასეა და მომინდა რიგითი, წუწუნა პოსტის დაწერა.
გია ბუღაძის მასტერკლასზე ვიყავი დილით. ცუდ გუნებაზე დავდექი. ბუღაძე არაფერ შუაშია, უბრალოდ საშინელი გაუცხოების გრძნობა მქონდა ყველასთან და ყველაფერთან. ვიღაცაებს მივესალმე, მოვიკითხე, გავუღიმე და  თან მხოლოდ ის მონდოდა ამ ყველაფრიდან რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავი.
ხანდახან საშინლად მაღიზიანებენ ადამიანები. ეს დაყენებული ხმები, გაპრანჭული ქალები და ძალად სერიოზული კაცები, „ხალხში გამოსვლამდე“  რომ კარგა ხანს იკეკლუცეს სარკის წინ,  უსაგნო დიალოგები და მოკითხვები. ადგილს ვერ ვპოულობ, არ ვიცი სად წავიღო ხელები და სულ მგონია რომ ამ დაწყევლილ სიტუაციაში ჩემი ადგილი არ არის.
ბავშვებს ასეთ დროს აქვთ თამაში - „ვითო-ვითო“. როცა რაიმე არ მოგწონს, ცდილობ განაპირდე და გამოიგონო სიტუაცია, სადაც თავს კარგად იგრძნობ. ძირითადად ბავშვები თამაშობენ ასე.
დიდებიც   თამაშობენ „ვითო-ვითოს“,  მაგრამ სხვა სახელს ეძახიან. რცხვენიათ და რა ქნან.
არ მიყვარს ზაფხული.

4 comments:

Zurriuss комментирует...

განწყობის ამბავია ყველაფერი. ზოგჯერ ყველაფერს ფაქიზად აღიქვამ, ზოგჯერ "მკიდია" ჩაგერთვება ადამიანს და მერე ხო გკიდია და გკიდია...
ასეა :)

Agasfer комментирует...

ნან, რაღაც არაბუნებრივად ბევრი ხალისი და ხმაურიაო, თქვი..
ზაფხული მიყვარს, უმზეობა და სიგრილე დეპრესიულს მხდის. მთელი წელი ზაფხულს ველოდები.
მაგრამ არ გეგონოს, ზაფხულში ვხალისობდე და ვხმაურობდე.
ჩემი საყვარელი საქმიანობა - მივდივარ იქ, სადაც 'არაბუნებრივად ბევრი ხალისი და ხმაურია', მაგალითად რომელიმე კაფესთან...
არა, შიგნით არ შევალ, ხმაური მაღიზიანებს, გარეთ ვჯდები და ვუსმენ.
უზომოდ დადებითად მმუხტავს იმ სიტუაციის მახლობლად ყოფნა, სადაც ხალხი ხალისიანი და ბედნიერია..
მაგრამ ენერგო ვამპირებივით მოქმედებენ..
ერთი სული მაქვს, ზღვაზე როდის გავქანდები ხოლმე, ჩავდივარ და იქ ჩემი გაღიმებული სახე არავის უნახავს :D
სულ ესაა.. ზაფხულს მთელი წელი ამის გამო ველოდები.

DreaMar комментирует...

მთელი წელი ზაფხულს ველოდები ხოლმე. ახლაც ერთი სული მაქვს როდის წავალ ზღვაზე :) აი სარკის წინ მოკეკლუცე ხალხს რაც შეეხება, საზოგადოებაშიც რომ ისევ აგრძელებენ პრანჭვას და თავს იწონებენ, მეც საშინლად მაღიზიანებს.

blueberryn1ghts комментирует...

ძალიან,ძალიან ნაცნობი შეგრძნებაა.. ამ დროს ბუნებაში გასვლა 'ფიქრთ გასართველად' კარგი წამალია :)