воскресенье, 23 мая 2010 г.

შეხვედრა

არ მიყვარს თეგთამაშები მაინცდამაინც, მაგრამ ხისსუნიანი სახლი რომ დაგთაგავს, უარს ვერ იტყვი :)
მე რომ ქუჩაში შემოგხვდეთ...

არა მგონია რომ მიცნოთ. თუ მიცანით, მაშინ ალბათ მოგეჩვენებათ, რომ ძალიან დაღლილი და ცოტა გაბრაზებული ვარ. არც ერთია მართალი და არც მეორე. უბრალოდ ხანდახან ასეთი გამომეტყველება მაქვს. ქუჩაში, ვიტრინაში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას რომ მოვკრავ თვალს, მეცინება, არა ვარ მე ის გოგო.

აუცილებლად გამაჩერეთ და მითხარით რომ მიცანით. ბლოგის შექება აუცილებელი არ არის, მე თვითონ გეჭორავებით თქვენს ბლოგზე და აუცილებლად გეტყვით კომპლიმენტებს, იმიტომ არა რომ თქვენი კეთილგანწყობა დავიმსახურო. თუ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ესე იგი მე გკითხულობთ და მომწონხართ, სხვანაერად ვერც ვიცნობდით ერთმანეთს.

თუ ძალიან სასწრაფო საქმე არ გვექნება, აუცილებლად დავლიოთ ყავა, ერთმანეთს მოვუყვებით საინტერესო ამბებს და მე სულ ცოტათი მაინც ვიფიქრებ, რომ თქვენი ბლოგი თქვენზე უკეთესია. ხომ არ გეწყინებათ? აი მეც ხომ ვიცი, რომ ეს ცისფერი ბლოგი ჩემზე ბევრად კარგია :)
მერე ერთმანეთს დავემშვიდობებით და ჩვენს გზას გავაგრძელებთ. თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ... არ ვიცი რას იფიქრებთ :)

მე გამიხარდება და ყოველ ჯერზე, როცა თქვენს ბლოგს ვესტუმრები ვიფიქრებ, რომ ცოტა უფრო მეტად გიცნობთ, ვიდრე აქამდე.

მოდით ბათუმელებმა გააგრძელონ, კოპალამ, მთვარის კლუბმა და ოჩიმ.

2 comments:

Katieé.Ge комментирует...

ჰმ, მაგაზე არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენი ბლოგები ჩვენზე კარგია :))
ალბათ მართალია :))

shoren комментирует...

რატომღაც არც მე არ მიყვარს ტეგ თამაშები,მაგრამ ვინმე თუ დამთაგავს დიდი სიამოვნებით დავწერდი.
რაც შეეხება შენს ნახვას ქუჩაში,მე აუცილებლად გაგაჩერებდი,რატომღაც სულ ასე ვიქცევი და მერე ძაან სასაცილო მგონია ჩემი თავი...