суббота, 29 мая 2010 г.

23 წლის

მეზობელი ბლოგერის, ვასასის დაბადების დღეა, 21 წლის გახდა, Chaotic- მა 25 წლის გავხდები მალეო. მაგარია ღმერთმანი. მეც მომინდა ვიყო 21-25 წლის. იმიტომ არა რომ ჩემი 31 წელი მზღუდავს და მავალდებულებს.

სადღაც 21-25 წლისა მივხვდი, რომ ადამიანები 30 წელს ზემოთ არც ისეთი „დიდები“ არიან, როგორც მანამდე მეჩვენებოდა. მომეწონა და ცოტათი დამასევდიანა ამ აღმოჩენამ.

23 წლის ვიყავი, იმ წელს ჩავაბარე ასპირანტურაში. ვცხოვრობდი ვორონცოვზე, ძალიან ლამაზ, პატარა ქუჩაზე მეგობრებთან ერთად, ცოტა შეყვარებული ვიყავი და საათობით ვსაუბრობდით მასზე. საღამოობით ისიც გამოივლიდა ხოლმე, ძალიან სიმპათიური იყო, რომაული პროფილი აქვს მეთქი ვამბობდი და ჩუმ-ჩუმად დამცინოდნენ ამაზე, არადა მართლა ასე იყო. :)

დაჯდებოდა ხოლმე შიშველ სპირალიან ღუმელთან და ხელებს ითბობდა და სახე და ხელები რაღაცნაერად გამჭვირვალე უხდებოდა.
მერე მიდიოდა და მე, ხატია და დუდუ საათობით ვლაპარაკობდით ათას სულელურ წვრილმანზე. ტელევიზორი სულ ჩართული იყო და მუსიკალურ არხებს ვუსმენდით.

ეს სიმღერა მაშინ შემიყვარდა. ზამთარი იყო, 23 წლის ვიყავი.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=zZ3BykAL0NM&hl=en_US&fs=1&]

7 comments:

vasasi комментирует...

es simRera mec maxsovs.. vaime.. 8 weli gavida?.. :S


arada, me studentoba (faqtorivad) ise davamTave, rom Seyvarebuli ar vyofilvar.. :(

ეკაუკა комментирует...

სხვადასხავ ასაკში სხვადასხვანაირად აღვიქვამდი განვლილ წლებსაც და გასავლელსაც :)
26 წლის ვარ და მომწონს, სულაც არ მინდა უფრო პატარა ვიყო... დარწმუნებული ვარ წინ საინტერესო ცხოვრებაა :) 30-35 წელი ყველაზე საინტერესო წლები მგონია მე :)
ნანა, ძალიან მინდა გნახოთ როცა ბათუმში მოვხვდები, ოღონდ ისე, შემთხვევით რომ შეგხვდეთ :)

Anonymous комментирует...

ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს,მე მაინც ყველა გასული წელი მენანება...
ამ ბლოგს კი ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ!

mokhetilae комментирует...

რა უცნაური დამთხვევაა...
ორი თვის წინ მეც 23 წლის ვიყავი, მეც შეყვარებული, მაგრამ ახლა წარსულ დროში ვსაუბრობ ამ თემაზე...
სულ ვამბობ რაღაც მთავრდება, თავიდან რომ დაიწყოს მერეთქო. არადა იმდენჯერ დამთავრდა და დაიწყო... დავიღალე!

Katieé.Ge комментирует...

1. მე ახლაც 23 მეგონე, ისე მსუბუქად წერ :)

2. ეგ სიმღერა ასეთი ძველია???

babisa комментирует...

ginda sentimentaluri iyos da ginda sevdiani, mainc kargi ambavi iyo da momewona me , tan lakonurobit :))

ნან комментирует...

ეკაუკა @ აუცილებლად :))