пятница, 9 апреля 2010 г.

გააღვიძე ჩემში მხეცი


ეს არის პოსტი ყოვლად უმსგავსო სერიიდან „რა სურთ ქალებს“

შაბათია ან კვირა, ყავას ვსვამთ და ერთმანეთის ცხოვრების დეტალებს განვიხილავთ. ვიღაც ბიჭზე ვთქვი, რომ ძალიან თბილი და სასიამოვნო ადამიანია და ნათიამ ეგრევე ცხვირი აიბზუა - კაი რა, არ მიყვარს ასეთი მურაბა ხალხიო.

ავღშფოთდი. აბა როგორი ხალხი მოგწონსთქო და აღმიწერა იდეალური მამაკაცი, რაღაც საშუალო ანტონიო ბანდერასსა და ლაქი ლუჩანოს შორის.

ყოველთვის მიკვირდა, რატომ იზიდავს ქალების დიდ ნაწილს (ალბათ უმრავლესობას, მაგრამ არ ვიცნობ ასეთი სოციალური კვლევის შედეგებს და არ დავკონკრეტდები), ე.წ. ბრუტალური გარეგნობის მამაკაცები. არადა იზიდავთ კი, ჭკუა ეკეტებათ აი, „რაღაცნაერ“ გამოხედვაზე, სახის მკაცრ, უხეშ ნაკვთებზე, ეჭვიანობაზე და ასე შემდეგ.

იზიდავთქო, ანუ ფანტაზიებს კი აღვიძებს, მაგრამ ასეთ ადამიანთან რომ ცხოვრობს და ბედნიერია, ეგეთი ქალი მე არ მინახავს და არც გამიგია. ქალებს უბრალოდ ბრუტალური გარეგნობა მოსწონთ, სულ ეგაა.

და ყველას არა რათქმაუნდა. მომხიბვლელი ფასადის შთაბეჭდილების ქვეშ რამდენიმე წუთი შეიძლება იყო, მერე ეგ ყველაფერი უმნიშვნელო ხდება.

მე მიყვარს თბილი ადამიანები, გადამდებად რომ იცინიან და არც გრძნობების გამოხატვის რცხვენიათ. კარგი გემოვნება მაქვს ერთი სიტყვით :D :D

ადრეც ვწერდი რომ ძალიან მიყვარს ალბერტო მორავია. ხოდა ერთი მოთხრობა აქვს, მგონი „გააღვიძე ჩემში მხეცი“ უნდა ერქვას. ქალს არქიტექტორი ქმარი ჰყავს, მშვიდი, მოსიყვარულე ადამიანი, რომლის აზრიდან გადაყვანასაც ეს ქალი მთელი ძალით ცდილობს. ხან მშობლებს ულანძღავს, ხან მის გარეგნობას ეხება, ხან სამსახურს და ბოლოს და ბოლოს ქმარი მის დახრჩობას ცდილობს და ქალს სწორედ ამ დროს აქვს ორგაზმი. ფინალში ეს ქალი უყურებს როგორ ტირის მისი ქმარი, რომელიც საშინლად ნანობს თავის საქციელს და კმაყოფილი ფიქრობს, კონკრეტულად რამ გამოიყვანა მდგომარეობიდან მისი საყვარელი ქმარი, რომ სხვა დროსაც იცოდეს...

არა რა, ძალიან მიყვარს მორავია. :D

9 comments:

ჩორვენი¹³ комментирует...

qalebi zalian autanlebi da shterebi arian xolme ziritadad :D

Anonymous комментирует...

ბრუტალური გარეგნობა, ეს შარმია, რომელიც გიტაცებს, და ქვეცნობიერად გრძნობ კიდეც, რომ \ცოტაა\ საიმისოდ , რომ რამე იფიქრო...
შენი არ იყოს, ყველას მაინც თბილი, გადამდები ღიმილი, და უბრალოდ სიყვარული ჯობია...

Sophie Golden комментирует...

ლოლ
ჩორვენის კომენტარზე ვიცინი, არადა ეგრეა.

ბრუტალური არა, მაგრამ ვანდამის კლიპი მომწონს და რა ვქნა. კარგია ბრუტალობა, მთავარია აგრესიაში არ გადავიდეს ;) მოსაწყენია სულ მურაბობა, მაგრამ იდეალური ქმარი ზუსტად ეგეთია.
Although ვერ ვიტან ხუმარა და სულ მომღიმარ ბიჭებს. + ძალაუფლებიანები და ფორმიანები ევასებათ ქალებს :ლოლ: მე, პირადად, მღვდლები მომწონან ამ ბოლო დროს, ღმერთო მიშველე! :D აშკარად "გარყვნილი" მედიის ბრალია, გვიბიძგებს აკრძალული "ხილებისკენ" :D
HAVE A BRUTAL WEEK END :P :D

Zurriuss комментирует...

თუ გავითვალისწინებთ, რომ სექსუალური აქტის დროს კაცი მჩაგვრლია და ქალი – ჩაგრული, გამოდის, რომ ქალი ცოტაოდენი მაზოხისტია. შესაბამისად, მას ბიოლოგიურად მაინც ბრუტალური მამაკაცები ურჩევნიათ :)

DreaMar комментирует...

საშინლად არ მომწონს უხეში მამაკაცები.
კიდევ ის ადამიანები არ მომწონს, ვინც ძალაუფლებისაკენ მიისწრაფვის.
შემოქმედი ტიპები მიყვარს <3

shoren комментирует...

arasdros momwonda uxeSI da kunTiani mamakacebi. arasdros,arc banderasi da arc egegTebi,bruslisnairi tipaJebi:)ra jobia tbil,lamaz,gulwrfel,ertgul da kide sxva dadebiti tvisebebian adamians.magram,albat gemovnebaze da sxvis kacebze ar unda idavon:) zogs eseti moswons zogs iseti. nan shen kargi gemovneba gaqvs martla

Katieé.Ge комментирует...

ნეტა იმ ქალის ტვინში ჩამახედა, მამაკაცის ეჭვიანობა რომ სიამოვნებს ბრრრ

ეგ მოთხრობა არ მახსოვს, მაგრამ მორავია ჩემთვისაც უსაყვარლესი მწერალია :love:

bluekittie комментирует...

ერთი გოგოსგან მოვისმინე, ბიჭი, რომელიც არ იგინება, ჩმორია და საერთოდ როგორ უნდა შევხედო, როგორც ბიჭსო...
გამიშვით საქართველოდან :|

nastasia комментирует...

tema rom qalebze da kacebsea da 15 komentari sazexea, ukve kargia :D

xooda, brutaluri garegnobis da brutalebi ara, mara me am bolos cyalburtelebi amovicheme. ogons eg ise, ,,estetiuri tkbobisTvis'', tore urtiertobebistvis gamiznuli adaminebis kriteriumebi ashkarad sxvanairad gamomeyureba da slogani ase jgers: ,,kacebo, damanaxet tavdajereba da nu gaxdebit chemi chkuis sascavleblebi''

single - me :D