понедельник, 5 апреля 2010 г.

რეანიმაცია ორისათვის





არ ვიცი რატომ ამბობენ, რომ დაშორება ადვილია. წარმოუდგენლად ძნელი მგონია, მაშინაც კი თუ კი გრძნობები გახუნდა.

აღარ გაღელვებს ადამიანი, მაგრამ ისე ნაცნობი და საყვარელია მისი ჟესტები. იმდენი ხანი აკოპირეთ ერთმანეთი, რომ უკვე ერთმანეთს გევხართ.

ეძებთ მიზეზებს და გამოსავალს, ერთად მიდიხართ იმ აზრამდე რომ ყველაფერი მორჩა, მაგრამ მაინც... იქნებ არსებობს კიდევ რაღაც. თავს ისე გრძნობ, როგორც უფრსკულზე დაცურებული და მოძრავ ქანებზე სასწაულის ძალით თავშეკავებული, რომელსაც მხოლოდ ერთი იმედი დარჩა, მიწვდეს მყიფე ნიადაგზე ამოსულ ხეს, მაგრამ რაც შეიძლება ახანგძლივებს ამ წუთს, ეშინია, რომ ხმელია და ხელში დაეფშვნება ხის ტოტი.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ სათქმელიც ბევრი არაფერი გაქვს. ყველაფერი უკვე დიდი ხნის წინ ითქვა, არც ისტერიკების მოწყობა გეხერხება და არც სხვისი დადანაშაულება შეგიძლია. ვერაფერს აკეთებ, უბრალოდ ელოდები. იქნებ რაღაც შეიცვალოს, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს შეხედო და მიხვდე, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო. ხომ შეიძლება რომ ასეც მოხდეს, ხომ გამოდიან რეანიმაციიდან, სასწაულებიც ხომ საკმაოდ ხშირად ხდება.

ახლა ყველაფერი რთულია. შეიძლება ათას სცენარზე იფიქრო, ათასი რამ წარმოიდგინო, მაგრამ ყველაფერი ხომ სულ სხვანაერად მოხდება. მთავარი საქმე იმ მიზეზების შეთხზვაა, სხვას რომ უნდა აუხსნა, იმიტომ რომ სულერთია, მაინც არავინ დაგიჯერებს უბრალოდ ყველაფერი მორჩაო რომ თქვა. ადამიანებს უყვართ დრამატული ისტორიების მოსმენა, „ყველაფერი მორჩა“ ზედმეტად ბანალურია მათთვის.

გუშინ მთელი ღამე ეს სიმღერა ამეკვიატა. არ წამიკითხავს არც ძველი დღიურები, არც ფოტოები მინახავს. უბრალოდ ვუსმენდი. დამთავრდებოდა და ისევ თავიდან, მერე ისევ.

3 comments:

Zurriuss комментирует...

აი, ხომ ვამბობდი, როცა პოსტს მუსიკა ადევს, უფრო კარგად იკითხება. ხოლო როცა ზუსტი მუსიკა ადევს – შესანიშავად ;)

Anonymous комментирует...

ეს ბლოგიც აღმოჩენა იყო ჩემთვის და სიმღერაც...
ხშირად წაგიკითხავ: ))
ვინ ასრულებს ამ სიმღერას, თუ ლინკით მიმითითებთ უფრო მადლობელი ვიქნები თვენი

Natosha комментирует...

ნუ მოიგონებ მიზეზებს.
და ნურავის აუხსნი რამეს..
"ასე იყო საჭირო. არ მინდა ამაზე ლაპარაკი"

და მორჩა. იმკითხავონ, ივარაუდონ. რამდენიც უნდათ.