вторник, 30 марта 2010 г.

მარტო სახლში



სახლში მოვალ თუ არა, ეგრევე ტელევიზორს ვრთავ, რაც შეიძლება ხმამაღლა, რომ ოთახები ხმებით აივსოს, დილით კი სულ მეშინია რომ ტელეფონზე დაყენებული მაღვიძარა არ დარეკავს და სამსახურში დავაგვიანებ.

მეზარება დილით თურქული ყავის მოხარშვა

საღამოს ცარიელ სახლში დაბრუნება

წიგნის წაკითხვაც მეზარება და ფილმის ნახვაც

ჩავრთე გუშინ „ცა ბერლინის თავზე“ და მალევე გამოვრთე

მერე დიდხანს ვუსმენდი ნიქ ქეივს

ვფიქრობდი „სქოლიოზიან ემბრიონზე“ წაითხულ პოსტებზე

ვნახე სიზმრები მარკესის ჟანრში

და მივხვდი რომ ნუნუ მომენატრა

მალე დამთავრდეს რა ის ოხერი ტრენინგი



4 comments:

Zurriuss комментирует...

ლაკონიური, სასიამოვნო და ჩემთან მიახლოებული გრძნობები :)

DreaMar комментирует...

მე მაპატიეთ ცნობისმოყვარეობისთვის, მაგრამ ნუნუ ვინ არის? :)

ირა комментирует...

მეც მარტო ვარ და ძალიანაც მომწონს. მიუხედავად იმისა რომ ჭამა მეზარება:)

Magic No Hair комментирует...

hhh netav batumshi vshovrobde rapoeturi ikneboda kvelafer...

: /