понедельник, 29 марта 2010 г.

რამე დამარქვი


ჩემი ნათელი, მოლურჯო ბლოგი დიდი ხანია აღარ არის ჟურნალისტური. არ გამოდის ეგ ამბები ერთად, ან მე არ გამომდის. არ მინდა საკუთარი აზრი და პროფესიასთან დაკავშირებული სირთულეები სხვას მოვახვიო თავზე, მითუმეტეს ბლოგს საშუალებით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა არაეთიკური იყოს. უბრალოდ ეს ბლოგი თავის მკითხველებიანად, ჩემთვის ხმამაღლა ფიქრის, აზრის გამოხატვისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებაა და არ მინდა რამე იარლიყი ჰქონდეს მიწებებული.

ეს სახელი თავიდან არ მომწონდა, ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგი წამებში მოფიქრებული სახელი იყო. მერე შევცვლითქო ვფიქრობდი, მაგრამ დარჩა და დარჩა. თან რაღაცნაერად შემიყვარდა კიდეც ეს სახელწოდება, ბათუმიც იყო შიგ, ჩემი ახალი პროფესიაც და ახალი გატაცებაც.

მგონი დროა დავემშვიდობო ძველ სახელს, მაგრამ ახალის მოფიქრებაც არაა ადვილი. ასეა რა, სხვის სტატიებს ყოველთვის უფრო ადვილად ვარქმევ სათაურებს, ჩემზე კი ვფიქრობ დიდხანს და ხეირიანი არაფერი მომდის თავში.

იმედია მოკლე ხანში „გავნსხივოსნდები“, ან რამეს ისევ წამებში მოვიფიქრებ და სახელს შევიცვლი.
ამბათ შეიცვლება რამდენიმე თემის დასახელება, ზედმეტ რაღაცაებს მოვაშორებ და თავიდან „დავიბადები“ ამ გაზაფხულზე.

წავედი სამუშაოდ, მაგრამ ჯერ მწვანე ჩაის დავლევ. კიდევ მინდა პოსტის დაწერა, სულ მუზები დამფრთხიალებენ თავზე :D

2 comments:

ნან комментирует...

ეჰ, არა დათო, ერთი მურაბიანი ბლოგერი ხომაა ბათუმში, ეგ სულ დამავიწყდა :D :D

ნან комментирует...

Da-v-iD @ :D