вторник, 16 марта 2010 г.

ორი ბათუმი



ეძღვნება forum.ge –ზე ნანახ პოსტს: „დღეს დამესიზმრა ვითომ ბათუმში გადავედი საცხოვრებლად & ძალიან ძალიან ბედნიერი ვიყავი.. ბენეტონში ვმუშაობდი ბათუმის & სულ მარტო ვცხოვრობდი & არაფრის მეშინოდა )))
& თან ჩავედი თუ არა ზაგარი მქონდა ეგრევე ..“


რა მაგარი სიზმარიათქო ვფიქრობდი. არარსებული ფილმის ტრეილერს ჰგავს. წლების წინ, რომელიღაც რუსული არხიდან, წყნარი, მელოდიური მუსიკის ფონზე მესმოდა ფილმის ანონსი, აზრზე არ ვარ რა ფილმი იყო, ტექსტი კი დღემდე მახსოვს: „помнишь когда мы Жили вместе, ты закрывала магазин и мы занимались любовью весь вечер...“ ეს გამახსენდა რატომღაც. ალბათ იმიტომ, რომ ფორუმელის სიზმარიცა და ამ უცნობი ფილმის ტრეილერიც მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების ასოციაციებს იწვევს.

მერე „ზაგარზე“ გამეცინა. რა კარგად ჩანს, რომ ბათუმის მთავარი ტურიტული პროდუქტი ზღვა და ზაგარია. ამ ბოლო ხშირად მესმის, რომ ბათუმში ცხოვრების სურვილი უჩნდებათ ადამიანებს. მიხარია, მაგრამ სულ ვკითხულობ: რატომ გინდათ ბათუმში ცხოვრება? თითქმის ყველას ზაფხული, ზღვა და „ზაგარი“ უნდა. მაგრამ სინამდვილეში ბათუმს მზესთან და „ზაგართან“ სულ სამი თვე აკავშირებს.

ჩემი აზრით, ბათუმის მთავარი მომხიბვლელობა მზე კი არა, წვიმაა. ნეტა იცოდეთ როგორ არ უყვართ წვიმა ბათუმელებს. არადა როგორი ცინცხალია ჰაერი წვიმის შემდეგ. ყველაფერი ხასხასდება, სახლებიცა და ადამიანებიც უფრო მკვეთრად ჩანან, სუნთქვაც იოლდება.

იმას ვამბობდი, ბათუმი ორიათქო. ერთი ჭრელა–ჭრულა, გადაჭედილი პლაჟებითა და ბულვარში მოსეირნე შილიფად ჩაცმული ხალხით სავსე. მეორე წვიმიანი, ნესტით და ნათელი სევდით გაჟღენთილი. და ორივე ნამდვილია.

ისე, ორი კი არა, ბევრი ბათუმი არსებობს.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=75JH3UbW1H8&hl=en_US&fs=1&]

4 comments:

xissunianisaxli комментирует...

მე მიყვარს ბათუმი ზამთარში, ზაფხულშჲ, გაზაფფხულზე და შემოდგომაზე.
მე მიყვარს ბათუმი

fsiqe комментирует...

ზაგარი და ზღვა ალბათ იმ პატარა ჩამონათვალში პირველ თუ არა მეორე ადგილზე მაინც არის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.
ამის მიუხედავად, ბათუმში,სოხუმში, ფოთში, ქუთაისში, თელავში, მცხეთაში და შეიძლება კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქშიც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. მიყვარს პატარა და წყნარი ქალაქები (მგონი ასეთია ბათუმიც, როცა მზე არ არის და ზღვა ცივია). ბათუმი არ მიყვარს ზაფხულში, მაგრამ მგონია ზამთარში ძალიან ლამაზი და სხვანაირია.მშურს თბილისს გარეთ, სხვა ქალაქებში მცხოვრები ადამიანების, ძალიან მშურს. ალბათ როდესმე ავისრულებ და მეც ვიცხოვრებ ბათუმში, გორში, ქუთაისში, მცხეთაში.. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წლით.

nastasia комментирует...

ხოო, ამ ბოლოს სხვა ქალაქებში ოცნებებიდან ყველაზე ხშირად მეც ბათუმში ცხოვრების ოცნება მესმის...
მე მინდა რომელიმე გვიან შემოდგობას ერთი-ორი თვით ბუხრიან სახლში ვიცხოვრო და ველოსიპედით ვისეირნო ხოლმე, მერე პირველ თოვლს დაველოდები და წამოვალ უკან...
და კიდე მგონია რო ზაფხულის ბათუმს დამსვენებლები გართთმევენ ხოლმე და მაგ დროს თქვენი, ანუ აბორიგენების არ არის...

gabo комментирует...

ძალიან მიყვარს ბათუმი მცირე ხნით სიამოვნებით ვიცხოვრებდი მუდმივად კი ბევრად უფრო მშვიდი ადგილი მინდა აი სიებერეს რომ სიამოვნებით გაატარებდა კაცი ისეთი მომბეზრდა თბილისის ხმაურიც.
ნან ბლოგი ახალ დომენზე გადავიტანე და ჩემი blue and white ახლა უკვე ამ დომენზე შეგიძლია იხილო http://gabo.ge/ ზურიუსის ბლოგსაც ასევე http://zurriuss.ge/ ნახავ აწი