среда, 10 марта 2010 г.

ყველას თავისი კინო აქვს




არ მიყვარს ალალბედზე, პულტის წვალების დროს ნანახი ფილმები. ბევრ კარგ სურათს გადავყრივარ ასეთი ხეტიალის დროს, მაგრამ მაინც არ მიყვარს. მომწონს, როცა ვარჩევ ფილმს, ეს შერჩევის პროცესიც კინოს ნაწილია. ვეძებ რეჟისორის, მსახიობის, ქვეყნის, საუნთრეკის ან სულაც პოსტერის მიხედვით. ხანდახან ისეთ კარგ რამეს წააწყდები მთელი დღეების მანძილზე გაგყვება. ასე ვიპოვე მაგალითად The Way Home, შესანიშნავი კორეული ფილმი, რომელიც ძალიან მიყვარს და ასე ვიპოვე Chacun son cinema, „ყველას თავისი კინო აქვს“.

ძმები დარდანების ფილმებს ვეძებდი და გუგლი დეიდამ ეს ფილმიც მომცა. გადახედავ ფილმის მიმოხილვას და რას ნახავ უკეთესს, ყველანი აქ არიან: დარდანები, თეო ანგელოპულოსი, მაიკლ ჩიმინო, ტაკეში კიტანო, აბას ქიაროსთამი, ლას ვონ ტრიერი, კანჩალოვსიკი... ვინ აღარ! თან ფედერიკო ფელინის ხსოვნას ეძღვებაო და სპეციალურად კანის კინოფესტივალისთვისაა შექმნილიო და მოდი და ნუ უყურებ.

იმავე საღამოს ვნახე. ისეთი ფილმია, უფრო სწორედ ფილმები, მარტომ ნახო სჯობს, უფრო მოგეწონება ასე მგონია. ხანდახან, შაბათ საღამოობით ჩემთან ვიკრიბებით და ფილმებს ვნახულობთ. მთელის ამბით ვამზადებდი ყველას ამ ფილმისათვის და არ მოეწონათ. ისე გავბრაზდი... :D

პატარა, 3–4 წუთიანი ფილმების კრებულია. ყველა ფილმი კინოზეა, ყველა რეჟისორი „თავის კინოზე“ ყვება. ზოგი ფილმი უფერულია, ზოგი სასაცილო, ზოგი მოსაწყენი, ზოგიც ძალიან კარგი და ეს ორი საათი ამად ნამდვილად ღირს.
დიდხანს ვარჩევდი რა ფილმები დამედო ბლოგზე, მაგრამ ჩემი რჩეული ფილმები ვერ ვიპოვე და ეს ორი შევარჩიე.

ვიმ ვენდერსი, „War In Peace“, რა ვქნა ვერასდროს ვერ ვიქნები გულგრილი ამ კაცის გადაღებული ფილმების მიმართ. არასდროს, არსად არ შემიმჩნევია ოპერატორი ასე ხაზგასმულად ფილმებში. როგორც მახსოვს, ფოტოგრაფია და შესაძლოა ამიტომაც.

ეს კი აბას ქიაროსთამის ფილმია. სამი წუთის მანძილზე კამერა ულამაზესი ირანელი ქალების სახეებზე დადის, (მგონი ყველა ირანელი ქალი ლამაზია. არ ვაჭარბებ, ბათუმის კინოფესტივალზე ჩამოსულმა ირანელმა ქალებმა გამაგიჟეს, ყველა ლამაზი იყო, თან მარტო ლამაზი კი არა, რაც მთავარია ენერგია და საოცრად მიმზიდველი ღიმილი ჰქონდათ. ასე მარტო ძალიან ახლობელ ადამიანებს უღიმიან), ძეფირელის „რომეო და ჯულიეტას“ უყურებენ. გაიხსენეთ აბა როდის ნახეთ პირველად ეს ფილმი. მე ჯერ „ილუზიონში“, მერე კი კინოდარბაზში, საიდანაც ისე გაოგნებული გამოვედი, ძელსკამს დავეჯახე ქუჩაში, პატარა შრამი მაქვს დღემდე. არა უშავს, კარგი სახსოვარია.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=zSsMA97_Bt4&hl=en_US&fs=1&]

ისე მწყდება გული, რომ ტაკეში კიტანოს, ნანი მორეტის და ერთი აზიელი რეჟისორის (გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ) ფილმებს ვერ ვდებ. მაგრამ ვისაც არ გინახავთ, მოგეწონებათ, ალბათ.
მოიმარაგეთ ქაღალდის ცვირსახოცები, რა ვიცი, იქნებ გამოგადგეთ.

2 comments:

Анонимный комментирует...

After getting more than 10000 visitors/day to my website I thought your dgiurebi.blogspot.com website also need unstoppable flow of traffic...

Use this BRAND NEW software and get all the traffic for your website you will ever need ...

= = > > http://get-massive-autopilot-traffic.com

In testing phase it generated 867,981 visitors and $540,340.

Then another $86,299.13 in 90 days to be exact. That's $958.88 a
day!!

And all it took was 10 minutes to set up and run.

But how does it work??

You just configure the system, click the mouse button a few
times, activate the software, copy and paste a few links and
you're done!!

Click the link BELOW as you're about to witness a software that
could be a MAJOR turning point to your success.

= = > > http://get-massive-autopilot-traffic.com

Herry Johnson комментирует...

ვემსახურებით საუკეთესო და კარგი ხარისხის ტელევიზია, ფილმები, კინო , სერიალი , ქართულად , televizia , filmebi qartulad , kino, seriali , horoskopi , gogaggg .