понедельник, 22 февраля 2010 г.

მულტიპლიკაცია დეპრესიის წინააღმდეგ




პატარა, მაქსიმუმ ნახევარსაათიან დღესასწაულს დიდი და რთული სახელწოდება ჰქონდა: "მულტიპლიკაციური ფილმების პროგრამა". დღესასწაული იყო აბა რა, მე და ჩემი და გიჟებივით დავხტოდით ოთახში, ბალიშებს ვურტყამდით ერთმანეთს, მაგრამ საკმარისი იყო ეკრანზე ტიტრები წამოსულიყო, ეგრევე თვალებად ვიქცეოდით. მულტფილმების უმრავლესობა რუსულ ენაზე იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. ხანდახან სატელევიზიო გადაცემების პროგრამა წინასწარ ვიცოდით და მთელი დღე ველოდებოდით "მულწიკების" დაწყებას.

რათქმაუნდა გვქონდა საყვარელი მულტფილმები. "წუნა და წრიწუნა" და "მტრობა" რატომღაც არ მიყვარდა. იყო ასეთი მულტფილმი, "მწვანე ტოტი", თუ გახსოვთ :) რუსულ მულტფილმებშიც მყავდა ფავორიტები, მაგრამ ამაზე მერე.

საქმე იმაშია, რომ ახალი გასართობი მოვიგონე საკუთარი თავისთვის. ძალიან მიყვარს ნახატი ფილმები, ძველიც და ახალიც. მინდა მეტი რამ ვიცოდე მულტიპლიკაციაზე, ნელ–ნელა გავნათლდები და ჩემს ცოდნას ბლოგზეც გამოვფენ.

ეს გასართობი წინასაგაზაფხულო დეპრესიის დასაძლევადაა. ხომ იცით, არის ბრიყვული რჩევები, როგორ უნდა გაიხალისო ცხოვრება, გახდე მაგარი გოგო და მსგავსი სისულეები. ეს რჩევები კია ძალიან ზოგადი და უნიჭო, მაგრამ მულტიპლიკაცია მართლა მიყვარს და მაინტერესებს და ვიცი ბევრ საინტერესო რამეს გავიგებ.

პირველ ჯერზე ბლოგზე მინდოდა "გოგონა და შადრევანი" ამეტვირთა, მაგრამ რატომღაც არ გამომივიდა და "ბომბორაზე" შევჩერდი. იგივე წლებშია გადაღებული, იგივე ესთეტიკით. "გოგონა და შადრევანზე" სხვა დროს იყოს, მანამდე გადავწყეტ, მძულს თუ მიყვარს ეს მულტფილმი. დიდი ხანია ვარკვევ მაგ ამბავს.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=_JmY4IeRipU&hl=en_US&fs=1&]

5 comments:

xissunianisaxli комментирует...

:)

love love love this

vasasi комментирует...

ar vici sadauri multikia Tu ara, magram datunia iogi rom aris gaxsovT?..

vgijdebi mag multikze..

shoren комментирует...

აიიიიიიიიიიი:9რამხელა კომენტარი დაგიწერე და ყველაფერი ამ საშინელი ამინდების და ცუდი ინტერნეტის ბრალია. ხო იმას გწერდი რო იაპონური მულწიკები ნახეთქო, ძაან მოგეწონება. ბავშვობაში, რომ გითხრა თავგადაკლული ფანი ვიყავი მულტფილმებისთქო, მოგატყუებ. აი მერე, რომ გავიზარდე და ვნახე როგორ კეთდება ანიმაციები, როგორ ცოცხლდება სახეები, როგორ იხატება,როგორ იქნევს ძაღლი კუდს ,აი მერე კი დავაფასე

gabo комментирует...

მულტფილმებს მეც სიამოვნებით ვნახავდი ეხლა. ძალიან მიყვარს და ვხალისობ ხოლმე. ერთი თვის წინ ჩემი ბიძაშვილი მყავდა დისნეის მულთფილმზე კინო რუსთაველში გოგონა და ბაყაყი ერქვა თუ არ ვცდები ძველი ესთეტიკით იყო გადაღებული ისე როგორც ძველი დისნეის მულტფილმები . ისეთი ბედნიერი გამოვედი:) ძალიან ძალიან მომეწონა

Katieé.Ge комментирует...

მაგარია მულტფილმები :)
თან ბავშვობაში რომ გაბრუნებს.

ისე გრძელი ქართული მულტფილმები არ მიყვარდა, გაწელილი იყო უაზროდ, ეს ლეკვი, ბომბორა, გოგონა რომელსაც დედა ავად გაუხდა და გოგონა და შადრევანი უფრო გულს მტკენდა. თოვლის გუნდაზე აღარაფერს ვამბობ. მე მგონი სერიოზულ კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქიკაში და კარგია ეგ , თუმცა ბევრჯერ ნახვამ შეიძლება დეპრესიაში ჩააგდოს ადამიანი .D