четверг, 18 февраля 2010 г.

„საგაზაფხულო მედიცინა“ და ახალი ვებ–გვერდი



შარშან სტატიაც კი დავწერე ამ მდგომარეობაზე, „საგაზაფხულო მედიცინა“ ერქვა და მოკვდა რომერის ბიჭი სიცილით, საგაზაფხულო მედიცინა რას ნიშნავს და საზამთრო მედიცინისგან რით განსხვავდებაო.. იცის ხოლმე ასე, გამოგიჭერს რაღაც უზუსტობაში და კვდება სიცილით, მაგრამ ისე გადამდებად იცინის, არ გეწყინება.

ჩვეულებრივი ამბავია, ყოველ ჯერზე გაზაფხულის მოახლოებას კალენდრის და ამინდის გარეშეც ვგრძნობ. ასე მგონია სხვა ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობ, სხვის ყავას ვსვამ, სხვის წიგნებს ვკითხულობ. მოწყენილი ვარ და გამოფიტული. სულ მინდა ჩემი საძინებლის მზიან აივანზე სკამი გავიტანო და ვიკითხო, მაგრამ სახლში თითქმის არა ვარ და არც ისეთი ახალი წიგნები მაქვს, ჩემს წინასაგაზაფხულო განწყობას რომ შეეფერება. არ მქონდა უფრო სწორედ. გუშინ ხელფასი ჩამირიცხეს, რამდენიმე წიგნი ვიყიდე. აგოტა კრისტოფის კითხვა დავიწყე. ისეთია, ზუსტად ისეთი, ახლა რომ მინდოდა წამეკითხა. კარგა ხანია მსგავსი შეგრძნებები წიგნის კითხვის დროს არ მქონია, თავდაყირა გადავეშვი.. ალბათ ბავშვურია, მაგრამ ძალიან ძვირფასი შეგრძნებაა ჩემთვის.
დღეს ბლოგზე რომ შემოვედი და რამდენიმე ახალი კომენტარი ვნახე, გამიხარდა, თან გული დამწყდა. როგორ მივაგდე ეს დღეები ჩემი ბლოგი. სულ წინსაგაზაფხულო დეპრესიის ბრალია ეგ ამბავი!

კარგი რაღაცაები ხდება. რამდენიმე კვირაა „ბათუმელების“ ახალი პროდუქტი, ნეტგაზეთი ამუშავდა. ძალიან კარგი საითია, სრულიად განსხვავებული აქამდე არსებული საინფორმაციო–ანალიტიკური ვებ–გვერდებისგან. ანალიტიკა, ნიუსები, რაზეც ყურადღებას სხვა საინფორმაციო საშუალებები ნაკლებად ამახვილებენ, ბევრი კულტურა, კარგი ხარისხის ფოტოები, ვიდეო–ინტერვიუები, ბლოგები არქიტექტურაზე, დიეტებზე.. მალე კიდევ ბევრი სიახლე გამოჩნდება ვებ–გვერდზე.

მიხარია, რომ ამ ვებ–გვერდს ჩემთვის ძალიან სიმპათიური, ჯანსაღი ადამიანები აკეთებენ. ნესტანი ნეტგაზეთმა წაგვართვა, ზის ახლა და წუწუნებს, ბათუმი მენატრებაო. პერიოდულად გვეკითხება“ „კაი ამინდია მაქ?“ ნეტგაზეთში მუშაობენ ყოფილი ტელეგრაფისტები. არ ვიცი თუ გახსოვთ ასეთი ჟურნალი, რამდენიმე ნომერი გამოვიდა სულ. ძალიან მომწონდა, საინტერესოდ წერდნენ საინტერესო თემებზე. („ტელეგრაფი“ იმ პერიოდში გამოვიდა, როცა ჟურნალი „ლიბერალი“ ძალებს იკრეფდა. ორი ერთი ტიპის გამოცემა, ერთ მხარეს ლიბერალები თავიანთი ფეისებით, „შოკოლადის“ მკითხველებით და მატერიალური რესურსებით და მეორე მხარეს საყვარელი, მწვანე „ტელეგრაფი“, რომელიც ჩემი აზრით ბევრად საინტერესო ჟურნალი იყო).

ვისაც კარგი კინო გიყვართ, აუცილებლად უნდა შეხვიდეთ ნეტგაზეთზე. ვერც ერთ ქართულ საითზე ვერ ნახავთ ამდენ ინფორმაციას კინოზე, კინოფესტივალებზე, ახალ ფილმებზე. ყოველდღე ახალი სტატია იდება გვერდზე ბერლინალეს კინოფესტივალიდან, სადაც ნეტგაზეთის კორესპოდენტი, კინოკრიტიკოსი ნინო ძანძავაა ამჟამად.

ეს ნინოს ვიდეოა. ძალიან მომეწონა. მოდი და ნუ წაიკითხავ ეხლა ამ გოგოს სტატიებს :)


4 comments:

nastasia комментирует...

winasagasafxulo depresia mgoni masobrivi daavadeba :I
bolo erti kviraa,visac velaparakebi,yvela inficirebulia...

xooda,netgazeti zalian,zalian momcons :)

ხისსუნიანისახლი комментирует...

ეგ კიარადა ძალიან კარგად არჩევ პოსტის შესაბამის სურათებს :)

shoren комментирует...

გილოცავ დაბრუნებას. მომეწონა ბლოგი, შენსკენ სიცოცხლისუნარიანობაა:)თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩარიცხული ხელფასიც მომეწონა,სხვისი ყავებიც და საერთოდ აივანზზე წიგნის კითხვამ, ისეთი პიგმენტური ლაქები დამიტოვა, მგონი ვერასდროს რო ვერ მოვიშორო. ჰო კიდე ნინო ძანძავა,პირველად გუშინ წავიკითხე მისი სტატია, შოკოლადის გვერდზე და ძალიან მომეწონა.ჩავიხვიე მაგ სტატიაზე http://shokoladi.ge/node/3031
მოკლედ მიხარიხარ და ტან აქვე ხარ, სადღაც საათნახევარში:)

ლია комментирует...

რას ფიქრობთ ჩინურ-ტიბეტურ მედიცინაზე. იხილეთ ჩემი ბლოგი და დამიტოვეთ კომენტარი გთხოვთ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. http://chinesetibetanmedicine.blogspot.com