четверг, 4 февраля 2010 г.

დაბრუნება ბათუმში

ხანდახან საშინლად მინდა ჩანთა ჩავალაგო და წავიდე, უცნობ ქალაქებში ვიხეტიალო, სადმე პატარა კინოში ან თეატრში შევეხეტო საღამოს, უკანა რიგში მოვკალათდე და ადამიანებს დავაკვირდე... მაწანწალობა მინდება ცოტათი, მაგრამ ბურჟუა მაწანწალა გაგიგიათ?! კომფორტი მიყვარს, რბილი საწოლი და გემრიელი ყავა. არ გამოვდგები მაწანწალად ერთი სიტყვით, არსად წავალ გარანტირებული მინიმალური კომფორტის გარეშე.

ბევრიც არ მიწანწალია, სულ ორიოდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყველგან მომწონს. საერთოდ ყველა ქალაქი მიყვარს, სადაც კი ვყოფილვარ. არ მაქვს დიდი მიჯაჭვულობის გრძნობა მშობლიურ ადგილებთან, ყველგან კარგად ვგრძნობ თავს, სადაც საინტერესოდ შეიძლება ცხოვრება, ოღონდ სულ ვიკარგები ქუჩებში, საშინელი ორიენტაცია მაქვს.

ჰოდა რას ვამბობდი...

აი ბათუმი არის ქალაქი, სადაც უნდა დაბრუნდე. წასვლა კი აუცილებლად მოგინდება. ვერ გაუძლებ ნესტს, ერთიდაიგივე ადამიანებს, წვიმიან, მოწყენილ ზამთარს და წახვალ. თუ არ, ან ვერ წახვედი, მით უარესი შენთვის! თანდათან იქცევი დეპრესიულ მაზოხისტად , რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგი და მნიშვნელოვანი ცხრა ზღვის გაღმა ხდება და ეს ქალაქი ნიჭისა და შესაძლებლობების მკვლელია. მართალიც იქნები ალბათ... იცით რამდენ ასეთ ადამიანს ვიცნობ?! მთელი ზამთარი ყავას ეძალებიან და ელოდებიან ზაფხულს, განა იმისთვის რომ ზღვაზე იარონ. ზღვა ბათუმელების დიდი ნაწილისათვის ტურისტული დეკორაციაა მხოლოდ, სადაც ზამთარშიც შეიძლება მისვლა საკოცნაოდ, ან მალულად სიგარეტის მოსაწევად.

მოკლედ აქედან უნდა წახვიდე. სხვა ქალაქები უნდა ნახო, სხვა, " კულწურული" ჰაერი უნდა გადაყლაპო და თუ ძალიან მოგინდება, უნდა დაბრუნდე. სხვა ფერები აქვს დაბრუნების შემდეგ ამ ქალაქს. ცოტა ძნელი ასახსნელია , იმდენად ბევრი წვრილმანისგან შედგება "დაბრუნების" სიხარული. მონოტონური, გაუთავებელი წვიმებიც კი არ გეჩვენება ისე მომაბეზრებელი. აღარ წუწუნებ გაუთავებლად, რომ ბათუმში არაფერი არ ხდება, შეიძლება რაიმეს შეცვლა მოგინდეს კიდეც, მიხვდე, რომ საკუთარ თავში დრეიფი ყველაზე უკეთ სწორედ აქ გამოგდის, შეიძლება წიგნის ( ან ბლოგის ) წერა მოგინდეს... კი, კი, ნამდვილად იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სიმშვიდე და საკუთარ თავთან განმარტოება უყვარს.

to be continued...


[youtube http://www.youtube.com/watch?v=B3W4sLS67oI&hl=en_US&fs=1&]

3 comments:

შორენ комментирует...

რაღაც კაი იყო ძაან. ქუთაისი მეც შემიყვარდება ასე ხანდახან. კარგია ბათუმი,მე ზაფხულშიც მომწონს და ზამთარში,ოღონდ მინიმალური კომფორტით:)ყავა და საყვარელი ადამიანი და მერე თუ გინდა რამდენხანსაც გინდა იწვიმოს.
უპასუხოდ დავტოვე შენი კომენტარი ჩემს პოსტზე,რადიოზე რომ მეკითხებოდი. 107’9 ფმ:)ინტერნეტშიც უნდა ვისმინებოდეთ წესით

nastasia комментирует...

mteli zamtaria vbuzguneb,batumshi minda tqo da ragac sisuleebi vwere chem zgvispira qalaqse :D

zafxulshi mandaurebs ki ara,mec ar miyvars...
da mgonia ro qalaqebi ki ar arian egeti,ro unda caxvide da daubrunde,adamianebi vart egetebi,ert adgilse ro ver visvenebt da saxli ro gvchirdeba...

burjua macancala :)

შორენ комментирует...

სად ხარ გამქრალი?