четверг, 28 января 2010 г.

ძვირფასო კიწი!




საშინლად არ მინდა სადღეგრძელოსავით პოსტი დავწერო. არც იმის მოყოლას ვაპირებ რა არის ჰოლოკოსტი, ამას სხვები ჩემზე გაცილებით უკეთ აკეთებენ. უბრალოდ ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ და ეს სულ რამდენიმე ათეული წლის წინ მოხდა.

ებრაელები, ბოშები, ჰომოსექსუალები, იეჰოველები... – ასი ათასობით, მილიონობით. პირველი, ვინც მათგან გავიცანი ანა ფრანკი იყო. ეს ფოტო მის დღიურებშია დაბეჭდილი, ხელზე პატარა მაჯის საათი უკეთია და ისეთი ცოცხალია, ისეთი ღიმილი აქვს, რომ საპასუხოდ აუცილებლად გაუღიმებ.რა უსამართლობაა არა?

როცა მილიონობით ადამიანებზეა საუბარი, ძნელია სტატისტიკა სრულად გაიაზრო. ჩემთვის ის მილიონები ამ ერთის ღიმილშია, დღიურის წერა რომ შეაწყვეტინეს და 15 წლის რომ აიძულეს მომკვდარიყო. ბავშვობაში სულ ვფიქრობდი, რომ არ ეპოვათ, რომ გადარჩენილიყო, ნეტა რას დაწერდათქო. გაგრძელებაც კი წარმომედგინა ამ დღიურების, თითქოს სულ დღიურები უნდა ეწერა.

ძალიან ბავშვურია არა? მაგრამ პირველი, ვინც გუშინ "ევრონიუსის" ჰოლოკოსტის წლისთავისადმი მიძღვნილი სიუჟეტის ნახვის მერე გამახსენდა, ანა ფრანკი იყო.

ამ პოსტში შეგნებულად არ ვდებ არც ერთ საშინელ ფოტოს, ამ გოგოს ღიმილში დევს მთელი ეს ისტორია. უბრალოდ საკუთარ თავს მინდა შევახსენო, რომ ეს შორეული ამბავი არ არის. ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ. სულ რაღაც.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=ViNWUl1rHBs&hl=en_US&fs=1&]

3 comments:

ჯორჯ პაიკი комментирует...

ეხ, რამდენი უბედურება ხდება დედამიწაზე... არადა ვიდეო რა კარგი კადრით მთავრედება.

Agasfer комментирует...

:))

nastasia комментирует...

bavshvobashi scavla ro mesareboda,mama meubneboda xolme,ai,naxe,ana tavshesafarshic ki ramdens mecadineobs da rogro jera momavliso...axlac,roca rame mesareba xolme,vixseneb da sindisi macuxebs xolme...da amsterdamshi ro chavedi,megona anastan viyavit me da chemi bavshvoba stumrad...