среда, 20 января 2010 г.

ჩემი ფელინი


გუშინ წლის პირველი სამშაბათი იყო, დავიღალეთ, მაგრამ სახლში მისულს მაინც არ მეძინებოდა. ფელინის ნახვა მომინდა. ჩემი შავ–თეთრი, სევდიანი ფელინის. დღეს დილიდანვე დავიწყე ფილმების გადმოქაჩვა, მერე კი ახალ ამბებში ვნახე რომ დღეს ფელინის დაბადების დღეა, 90 წლის გახდებოდაო.

არადა ხომ ვერ გაიგებს ფელინი, რომ სწორედ მისი დაბადების დღეს გამახსენდა მისი ფილმები?!

რატის „ბრალია“ ყველაფერი. რატი გვასწავლიდა ხელოვნების ისტორიას. 28 წლის იყო მაშინ, მაგრამ ისეთი სერიოზული, რომ კლასში არავინ ეპრანჭებოდა. ხომ არიან ეგეთი ტიპები, თავი ძალიან ღირსეულად ეჭირა, უზარმაზარი წიგნებით დადიოდა და რამდენიმეჯერ კინოშიც წაგვიყვანა. კინოში რა, „ინტერნაციონალი“ ბნელი, ბინძური და ნესტიანი დარბაზი იყო, დამსხვრეული სკამები იდგა. მგონი ფილმებს არც აჩვენებდნენ, რატი იცნობდა ვიღაცას, სთხოვა და ასე ვნახეთ ფელინის „გემი მიცურავს“, ძეფირელის (თუ ზეფირელის? ვერასდროს დავიხსომე სწორად) „რომეო და ჯულიეტა“ და მილოშ ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. მაშინ შემიყვარდა. მართალია „ჯინჯერი და ფრედი“ მანამდეც მქონდა ნანახი, მაგრამ პირველი შეხვედრა მაინც „ინტერნაციონალის“ ნახევრადდანგრეულ დარბაზში შედგა, სადაც საშინლად ციოდა და დიდ ეკრანზე კინოს ბავშვობის შემდეგ პირველად ვუყურებდით.

იმ წელს რაც ხელში ჩამივარდებოდა, ხარბად ვკითხულობდი და ვუყურებდი ყველაფერს მის შესახებ. მერე სხვა სიყვარულები დამეწყო და ცოტა დამავიწყდა. რამდენიმე წლის წინ რომელიღაც რუსულ ტელეარხზე გადიოდა ფელინის ფილმების რეტროსპექტივა და მაგრად რომ მომენტარა, მივხვდი.

"კინო გავს ძველ ბორდელს ან ცირკს. ანუ მათ, ვინც იცის, როგორ მოგანიჭოს მრავალგვარი სიამოვნება."

დღეს „გზა“ და „კაბირიას ღამეები“ უნდა ვნახო.

7 comments:

ჯორჯ პაიკი комментирует...

კარგი არჩევანია! ორივე ფილმი ძალიან მაგარია.

ნინი комментирует...

"gzashi" tavisi meugle tamashobs. dges mqonda gamocda "kulturis gashuqebashi" da gushin vamushavebdi zustad ert-ert sakitxad "felinis shemoqmedebit gzas" :)mec vapireb ardadegebze chavujde mis filmebs :)

Sophie שרה Golden комментирует...

ერთი პერიოდი ფელინის ფილმებს ვუყურებდი დამშეულივით, DVD დისკები ვიყიდე, რომ მშვიდად მენახა. მართლა კარგი რეჟისორია და იმიტომ კი არა, რომ ფელინია, უბრალოდ ცხოვრებას ზუსტად ისეთს აღწერს, როგორიც არის - ხან შავ-თეთრი და ტალახიანი, ხან - კიდევ ფერადი და ვნებიანი.

რაც შეეხება "რატის" :ლოლ:
ჩემი ერთი 28-30 წლის ლექტორი გამახსენდა და უნდა დავწერო :D ძალიან მკაცრი არ იყო, მაგრამ ორივე ხელის არათითზე ეკეთა ბეჭდები და გოგოები თავს იმტვრევდნენ, ცოლიანი იყო თუ არა. ჰოდა მე გადავწყვიტე, რახან გოგოებს ასე აწვალებს, ესე იგი, მე არ უნდა მომეწონოს-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ მის ლექციებს ნახევარზე არ ვესწრებოდი, დავახლოვდით საქმეების ფარგლებში... და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ მეც ძალიან ძალიან მომწონდა, gosh :D მაგრამ ლექტორ-სტუდენტის love affairs მაშინებდა და I gave up. ამ რამდენიმე დღის წინ ვნახე შემთხვევით, არცერთ ხელზე ბეჭედი აღარ ეკეთა =))))

P.S. მეც ვერ გავიგე, ძეფირელია თუ ზეფირელი :| ძ- არ უნდა იყოს წესით, არა?

Magic No Hair комментирует...

სად ვნახო თქვენი ფოტოები იმისტვისრო აქ პოსტვის დამატებითი სტიმული მომეცეს ?

: D

ნან комментирует...

Magic No Hair @

:D :D

Anonymous комментирует...

"კინო გავს ძველ ბორდელს ან ცირკს. ანუ მათ, ვინც იცის, როგორ მოგანიჭოს მრავალგვარი სიამოვნება."
-es sityvebi Zalian mometsona...

gabo комментирует...

დღეს უნივერსიტეტში რომ მივედი მთელი დერეფანი აჭრელებული დამხვდა ფელინის გზის პლაკატებით . ასე დიდი ხანი არაფერი გამხარებია . უნიკინოში პარასკევს არის ჩვენება და დღეებს ვითვლი...