понедельник, 18 января 2010 г.

რას კითხულობთ ორშაბათობით?



ბათუმში თბილი და ნესტიანი ამინდებია, ზამთარი თითქმის არ იგრძნობა. შესაძლოა ამის გამოა რომ განსაკუთრებულ ხასიათზე ვარ. ხეტიალი მინდა, მუსიკის მოსმენა, კარგი წიგნების კითხვა, ფილმების ნახვა, მეგობრებთან ჭორაობა, მუშაობა, შოფინგი და ათასი რამე კიდევ.

საერთოდ ისეთი გრძნობა მაქვს რომ რაღაც ახალი იწყება და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

როგორც იქნა დავიწყე დიეტა, რომელსაც ბოლო ორი კვირაა ვიწყებ და ვერა და ვერ მოვახერხე. გადავწყვიტე: ეს არის ბოლო მცდელობა, თუ ამის შემდეგ ვერ გავხდი სურვილისა და შესაძლებლობის ფარგლებში, თავს ვანებებ დიეტაზე და გამხდრობაზე ოცნებას და ვაარსებ ჭარბწონიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციას, თორემ ძაან შეუარცმყოფელ გამონათქვამებს აქვს ადგილი ჭარბწონიანთა მისამართით.

ალბერტო მორავია გიყვართ? მე ძალიან. ჰოდა ერთი მოთხრობა აქვს, სადაც წერს, მსუქანი ადამიანების ცრემლების არ სჯერათ, მხოლოდ სასაცილოები არიანო :D არადა ხომ არის ამაში სიმართლის მარცვალი?! მსუქანო და დიეტებით ან დიეტაზე ოცნებებით ტანჯულო ადამიანებო! არ გაბედოთ სხვების დასანახად ცრემლების ღვარღვარი! :D

კაი დიეტაზე აღარაფერს ვიტყვი, ეგ ისეთი მნიშვნელოვანი თემაა ცალკე პოსტს კიარადა ცალკე ბლოგსაც იმსახურებს, თავისი ფსიქოლოგიური მხარდაჭერებით. აი, თუ გავხდი –წიგნს დავწერ, მგონი არც არის ქართულად ასეთი არაფერი. კარგად დაწერილი წიგნი, კარგი სათაური (რა ვქნა, სათაურების მიმართ ზე–მგრძნობიარე ვარ), მაღალი ტირაჟი და კარგი შემოსავალი. იცით რამდენი ჭარბწონიანი ადამიანია ამ ქვეყანაში? ხალხს დავეხმარებოდი, ბოლოსდაბოლოს რემონტსაც გავაკეთებდი სახლში და აივანზე ზამთრის ბაღისათვისაც დამრჩებოდა ფული! :D

ოთხშაბათს სპორტდარბაზში უნდა ჩავეწერო. ცეკვაზე მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ქართული ცეკვებია და დოლზე ცეკვის ხასიათზე მართალი გითხრათ არ ვარ. ველოსიპედის ტარება მინდა ვისწავლო, მაგრამ რომერის ბიჭმა – ვერ ისწავლიო და ეგრევე დავყარე ფარხმალი.

კიდე მშვენიერი წიგნები ვიყიდე ფასდაკლებაზე. სულ 20 პროცენტიანი ფასდაკლება იყო, მაგრამ ფული მქონდა და სასწრაფოდ დავხარჯე. „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“, ინგამარ ბერგმანის „პირადი საუბრები“ (თუ გულახდილი?), ვარდისფერი ავტობუსის კრებული (კარგა ხანია მინდოდა), ირაკლი მახარაძის „ფირალები“ და კიდე რამდენიმე... აღარ მახსოვს. გარდა ამისა მაჩუქეს ძალიან სიანტერესო კრებული ესპანურენოვანი მწერლების, წიგნი ოთახის მცენარეების მოვლაზე და ულამაზესი წითელი ბათინკები. (მწვანე მაჩუქეს ისე, მაგრამ წითელში გადავცვალე).
ჰოდა მოდი და ნუ იქნები კარგ ხასიათზე!

წავედი ეხლა დავლიე ერთი ჭიქა ცივი რძე და დავიწყე ახალ სტატიაზე მუშაობა.
პ.ს. ასეთი არეულ–დარეული პოსტი კარგა ხანია არ მქონია ხომ?!

5 comments:

ნესს комментирует...

გახდები ნანა, გახდებიიიი. მთავარია სურვილი და შრომა ამისთვის :)))) ისე რად გინდა, ვერ ვხდები მაგრამ მაინც. ნეტა როგორი იქნება გამხდარი??? უი, უი :))))

ისე რანაირ დიეტაზე ხარ??? აგვიწერე რა. რა იცი რა ხდება. ამასწინათ ძაან საინტერესო დიეტა ჩამივარდა ხელში – ნახშირწყლებით ქულების ამბავი. ძაან მაგარია.

იოგა და ჯანსაღი ცხოვრებაა ყველაზე მაგარი:))) გინდა ლინკები??? ცეკვა არა ის :))

suxo комментирует...

ღმერთმანი, მე კიდევ წონაში მომატება მინდა და ვერაფრით ვშველი თავს :D

შორენ комментирует...

ეს ბლოგი ადრე მქონდა ნანახი და სატაურებმა ძაან მომხიბლა. შემწვარი ვაშლის დღე, რომ ვნახე გამახსენდა აქ ნამყოფი ვარ> შენთანაც სასიამოვნოა ძაან. ჩაგამატებ ჩემთან და ხშირ-ხშირად გესტუმრები

შორენ комментирует...

ასე მემართება სულ, რაღაცეების თქმა მავიწყდება და მერე ისევ შემოვბრუნდები ხოლმე. დავფიქრდი რას ვკითხულობ ორშაბათობით? გაზეთებს არ ვკითხულობ, ვკითხულობ ბლოგებს, რამდენიმე კარგი ბლოგი მყავს:) ბლოგროლში და იმათ ვკითხულობ ყოველდღე.
ქუთაისში, რომ მოხვდები წინასწარ გამაგებინე.

თაა комментирует...

დიეტა ყველაზე ხანგრძლივი და უსიამოვნო გზა არის გახდომისკენ
კომპლექსურად მიუდექი ჯობია
ივარჯიშე, ბევრი იარე, არ წამო გასასუქებელი რამეები
და დალე ბევრი წყალი
განსაკუთრებით ჭამის წინ