пятница, 1 января 2010 г.

შემწვარი ვაშლის დღე



დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ დღესასწაულების აღნიშვნა არ მეხერხება მანდამაინც, მაგრამ ეგ არაფერი, მაინც მშვენიერი იყო 2009 წლის ახალი წლის მოლოდინში გატარებული ბოლო დღეები. ეხლა პატარა არდადეგები მაქვს და მერე ისევ თავიდან ყველაფერი. კარგია, რატომაც არა :)

ხვალ კი ზეიმი მაქვს. ჩემი ზეიმი, რომელსაც ახალ წელთან თარიღის გარდა ფაქტიურად არაფერი აკავშირებს, "შემწვარი ვაშლის დღე"! ვითომ რით არის 8 მარტზე და ახალ წელზე უმნიშვნელო?! ჩემი მოფიქრებულია, თან წესებიც ძალიან მარტივი აქვს: სახლში სასურველია მარტო იყო, ნაქსოვი, თბილი წინდები გეცვას და საყვარელი, რამდენიმე წლის უნახავი ფილმები გქონდეს მომარაგებული. მერე რამდენიმე მოზრდილ ვაშლს წვავ აერღუმელში კანის შეპიწკინებამდე, ზოგს შეგიძლია შაქარი მოაყარო, ზოგს თაფლი მოაწუწო. სურნელოვან, ოხშივარადენილ ვაშლებს ალაგებ თეფშზე, სავარძელში გემრიელად მოიკალათებ და იწყება კინო. ბევრს იცინებ, ცოტას იტირებ და მერე ამაზე იცინებ, გემრიელი ვაშლების საშუალებით ვიტამინებს მიიღებ, დაუპატიჟებელ სტუმრებს კარს არ გაუღებ და სინდისი სულ არ შეგაწუხებს (შემწვარი ვაშლის დღეს სტუმრობა არ შეიძლება!), ღამით კი კმაყოფილი და ბედნიერი დაიძინებ და ფერადი, ცოტა მღელვარე სიზმრები დაგესიზმრება.


შემწვარი ვაშლის დღეს გილოცავთ მეგობრებო!
რაღაც ძალიან მიყვარხართ :)


P.S. ორი გემრიელი ლუკმა ჩემი შემწვარი ვაშლის დღის კინო მენიუდან

[youtube http://www.youtube.com/watch?v=tqJ9263FA-Y&hl=en_US&fs=1&]

7 comments:

vasasi комментирует...

iiisa...

me kidev, axal wels gilocav.. :user:

ჯორჯ პაიკი комментирует...

ძალიან კარგი იდეაა! მომეწონა. მუსიკითაც ვისიამოვნე.

nastasia комментирует...

grmad idealuri idaa :)
davnergav praqtikashi ki arada,cxovrebashi...

fsiqe комментирует...

vgijdebi "magal quslebze"
ho, axal wels da shobasac gilocav da imas gisurveb shen rom zalian ginda :)
vashli ar miyvars :user:

gabo комментирует...

შენწვარი ვაშლები და პედრო ალმოდოვარის ”მაღალი ქუსლები” იდეალურია რომანტიული საღამოსთვის . სასწრაფოდ მჭირდება ადამიანი ვინც ვაშლებს შემიწვავს ... და ალმოდოვარის ფილმებიც ჩემსავით ეყვარება...
შობას გილოცავთ.

Toma комментирует...

dzaaalian momecona shemcvari vashlis dge!
taflit da nigvzit if if!!

mxolod erti ram ar momecona - saxlshi marto kofna.

Agasfer комментирует...

რა გემრიელი სათაურია :)))