среда, 25 ноября 2009 г.

როგორ გავხდეთ მილიონერი, ანუ პირადი ბლოგ–რეიტინგი



ორი თვის წინ გამართულმა "ნიუ მედია" ფორუმმა მთელი ქართული ბლოგოსფერო აღაგზნო. სულ ცოტა ხუთი პოსტი წავიკითხე ამ ფორუმის შესახებ, "იქ" მყოფ ხალხსაც მოვუსმინე. რა შეიცვალა მას შემდეგ?
გამოჩნდა ახალი ქართული ბლოგ–კატალოგი, რომელიც მეც მომწონს, მოსახერხებელია, თუმცა მაინც ძველებურად მირჩევნია ბლოგებს აუჩქარებლად ჩამოვუარო, გადავხედო ძველ პოსტებსაც, ცვლილებებს და ასე შემდეგ.

შესაძლოა მეჩვენება, მაგრამ ასე მგონია სწორედ ამ დიადი ფორუმის შემდეგ ყველა ბლოგი ერთმანეთს დაემსგავსა. არაფერი მაქვს რჩევა–დარიგებების საწინააღმდეგო, მე თვითონაც ვსარგებლობ ძველი ბლოგერების რჩევებით, მაგრამ ყველა ამ რჩევის გათვალისწინებისას შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსები დაიკარგოს. ხომ არის რაღაც გამოცემები, "როგორ გავხდეთ მილიონერი" და ასე შემდეგ, ჰოდა რამდენი ადამიანი ადამიანი გინახავთ გამდიდრებული ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ?!

როგორ ირჩევთ ფავორიტ ბლოგებს? მე ძირითადად იმ ბლოგებს ვკითხულობ: როცა ბლოგერს საინტერესოდ შეუძლია ამბის მოყოლა; რომლის ავტორის აზრსაც ნაწილობრივ მაინც ვიზიარებ; ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია; ბლოგერს პირადად ვიცნობ; მგონია, რომ ბლოგერი ცოტათი მგავს და ა.შ... მეტი ახლა არ მაგონდება.

თავიდან ყველა ბლოგს ვკითხულობდი თითქმის. ახლა ეს წრე მნიშვნელოვნად დაპატარავდა, თუმცა ძალიან მიყვარს ახალი, კარგი ბლოგების აღმოჩენა.

ერთ–ერთი ბოლო ფავორიტი ვასასის ბლოგია. მწვანე, კარგი იუმორით, ხალისიანი, ხერხემალაცახცახებული და დევიდ მილიბენდიანი. ბოლო ერთი კვირაა არ ვყოფილვარ, დღეს შევედი და საინტერესო რამეები დამხვდა.

დიდი ხანია ვკითხულობ მწვანე ვაშლიან ბლოგს. ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ბლოგია და სოფიც ერთადერთია ადამიანია, რომელიც რელიგიაზე განყენებულად არ ლაპარაკობს და სწორედ ამის გამო არასდროსაა გამაღიზიანებელი, სულ პირიქით.
ძალიან მომწონდა ზარიუსის და თავისუფალი სიტყვის ბლოგი, თუმცა ბოლო თვეებია ცოტა მოსაწყენი გახდა ორთავე. რა ვიცი, მე მათი ძველი ბლოგები უფრო მომწონდა.

ტომუშკას ბლოგს დიდი ხნის მანძლზე არ ვკითხულობდი, სულელური მიზეზის გამო. ცოტა მაფრთხობდა ბლოგის სახელწოდება, ოთარ ჭილაძე ძალიან მიყვარს და არ მინდოდა ამ ბლოგზე რაღაც ისეთი წამეკითხა, რაც არ მომეწონებოდა. ერთხელ "გავბედე", შევედი და დავრჩი :) საინტერესო ბლოგია, მრავალფეროვანი პოსტებით, ეს უშვებულებო, ცხელი ზაფხული შეიძლება ითქვას ტომუშკას ევრო–ტურნემ "გადამატანინა".

უმბაბარაუმბა – ბლოგი რომელიც ძალიან მიყვარს და გული მწყდება, რომ უფრო ხშირად არ ახლდება.

ბლოგები, რომელთა კითხვაც ბოლო ხანებში ინტენსიურად დავიწყე: ფსიქეს ქუჩა – წითელქუდა, კარგი გოგოს ბლოგი, რომელიც თბილისში თითქმის ჩემი მეზობელი ყოფილა :D, ჟურნალისტი მარიამის უბრალოდ ბლოგი , ჯორჯ პაიკის ბლოგი.... უჰ რამდენი გამოვიდა და თან რამდენიმე ბლოგი გამომრჩა უეჭველად.

მოკლედ კარგი ბლოგის გაკეთება ადვილია. დიდი მნიშვნელობა არა აქვს რაზე წერ, მთავარია წერდე საინტერესოდ, ბევრს არ იპრანჭებოდე და სათქმელი გქონდეს. ასე არ არის? :D :D
იიf რა ადვილია :D

7 comments:

vasasi комментирует...

გავწითლდი ნან... :სირცხვილისაგანბალიშისქვეშშემძვრალივასასისსმაილი:


:))

ნან комментирует...

vasasi @ გული ამიჩუყდა :D

Dv0rsky@ მადლობა დვორსკი :)

ნასტასია комментирует...

marto axali mediis forumis mere,savaraudod sweetis gakvetilebis merec...da sastiakld ar momcons me msa receptebi,yvelam tavisi gsa tviton unda ipovos tavis da blogis damkvidrebistvis:D
vot

Sweet комментирует...

ესე იგი ჩემი გაკვეთილების დამსახურება ყოფილა ბლოგოსფეროში უხარისხო ბლოგების მომრავლება და ის რომ ყველა ბლოგი ”ერთმანეთს დაემსგავსა”.

ხოო............

gabo комментирует...

არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მომხდარა უბრალოდ ყველანი ერთად ვიყავით და აზრები გავუზიარეთ ერთმანეთს ბევრ დეტალზე დავფიქრდით და ბევრიც გავატარეთ.... ყველანი შევთანხმდით რომ ბლოგზე დაყენებული საათის იკონკა გოიმობაა და დავიშალეთ.
უცხოელები ძირითადად გვიხსნიდნენ თუ როგორ გამოიყენა ბარაკ ობამამ საარჩევნო კამპანიისას ახალი მედია. ასევე რა ხდება ამ სფეროში ისეთ ქვეყნებში სადაც სიტყვის თავისუფლების პრობლემაა. როგორ გავხადოთ ჩვენი ბლოგები ბევრად უფრო პოპულარული და წაკითხვადი. ეს იყო და ეს. მგონი ასეთი ურთიერთ აზრებისგაცვლა კიდევ გვჭირდება. თემაზე როორ მოვიზიდოთ რეკლამა ბლოგებზე. ენთუზიაზმზე როდემდე უნდა ვწეროთ????

Sophie שרה Golden комментирует...

ნან, დიდი მადლობა!
სულ ვამბობ, სანამ ერთი მკითხველი მეყოლება, მანამდე დავწერ-მეთქი :) ახლა ვიცი, რომ ერთზე მეტი მყავს.

შენს ბლოგზე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დიზაინი ძალიან მიმზიდველია, კარგად გაქვს დალაგებული თემების სახელწოდებები, რაც ადვილად საპოვნელს ხდის საინტერესო პოსტებს.

რაც შეეხება რეცეპტებს და წესებს, ჰეჰ, წესებს ისინი იცავენ, ვინც არ იცის, მათ გარეშე როგორ იცხოვროს ;) RULES ARE FOR BREAKIN' ;)
საინტერესო კომენტარი იყო ზემოთ იმის შესახებ, როგორი უმნიშვნელოა მინუს-პლიუსები, რეიტინგები, იმიტომ, რომ რეიტინგი არასოდეს განსაზღვრავს ხარისხს.
BEST WISHES & GOOD LUCK TO YOU!!!

[P.S. ამ მუსიკას ვუსმენ ახლა და მგონია მოგეწონება: http://www.myspace.com/odysseastsakalos ]

fsiqe комментирует...

ui fsiqes quCaco da gamixarda :)

me ar vicodi mag mediaforumis Sesaxeb :(
bevri arc axla vici, imis garda rom catarda mgoni mTacmindis parkSi (samarcxvino Jurnalisti var :))))


me kidev Seni blogi momwons (oRond marTla, ar miyvars haerze rom amboben aseT rameebs. marTalia xSirad ver vkiTxulob Cemi mcire drois gamo, magram vcdilob yvela axali Tu Zveli posti vnaxo xolme.
ho, ai mwvane vaSliani da jorj paikis blogi mec momwons