понедельник, 19 октября 2009 г.

წინასამგზავრო პოსტი



კარგი რაღაცაებიც ხდება ბოლო დროს.
გაურკვევლობის სასიამოვნო გრძნობა მაქვს, მგონია რაღაც ახალი იწყება და საშინლად მიყვარს ეს ეტაპი.
რედაქციაში ისევ ავეწყვე თანდათან, იდეების ფეიერვერკი მაქვს თავში და აღარც შვებულებაზე ვფიქრობ.
ორ კვირაში ბერლინში მივდივარ ხუთი დღით და მიხარია. ჯერ ერთი რომ გერმანიაში არ ვყოფილვარ, მერე ის რომ მაგრად მიყვარს სამგზავროდ მომზადება, თუნდაც მოკლევადიანი მოგზაურობა იყოს.
წინ მელის შოფინგი, რომელიც ასევე მიყვარს. უნდა ვიყიდო ჩემოდანი, კაშნები (ყველა გავაჩუქე და ძალიან მჭირდება) და რაიმე თბილი, თორემ სოფი გოლდენის პოსტებს რომ ვკითხულობ სულ მაძაგძაგებს, თან მიყვარს სიცივე. უჰ რა სჯობს, თბილი შენობიდან რომ გადიხარ და სუსხი შეგეფეთება სახეზე, ცხვირ–პირს და ხელებს გაგიყინავს. იმედია კი არადა დარწმუნებული ვარ ბერლინში ეციება და ბევრს ვიხეტიალებ ქუჩაში, საღამოს მაინც, თორე პროგრამას რომ გადავხედე...
მოკლედ ბერლინზე და იქაურ ამბებზე მერე დავწერ უფრო დაწვრილებით.
რომ ჩამოვალ, მოკლე ხანში ქუთაისში წავალ ერთი–ორი კვირით სამუშაოდ. არც ქუთაისში ვარ ნამყოფი ჩემდა სამარცხვინოდ და ბერლინზე ნაკლებად არ მიხარია სხვათა შორის. თან სხვა რედაქციაში არასოდეს მიმუშავია და მაინტერესებს რა და როგორ.
მერე კიდე თელავში წავალ. მაინც წავალ, თუნდაც მარტო, მერე ისევ ტაო–კლარჯეთში და მერე...
დიდი ჩემოდანი უნდა ვიყიდო.
:)

2 comments:

Anonymous комментирует...

გახსოვდეს მერკელი!

liilia... комментирует...

რა კარგია :)მეც წავიდოდი სამოგზაუროდ...
ბედნიერი მგზავრობა :)