среда, 14 октября 2009 г.

კოშმარები სკოლის დერეფნიდან


ისეთ გუნებაზე ვარ მაგიდაზე სახის დადება და გატრუნვა რომ გინდა. ასეც მოვიქცეოდი, რომ არ ვიცოდე, რომ მაგიდაზე სამი დღის მტვერი დევს, თან ირგვლივ სულ ჩემი ნივთებია მიმოფანტული და ამ ქაოსში ვერ მოვისვენებ.
ოთხშაბათია, ანუ "ნასამშაბათარი" ვარ, თან მგონი ცოტა სიცხე მაქვს. ეგ არაფერი, ცოტა მომწონს კიდეც ეგ ამბავი, მთავარია ავად არ გავხდე.
არადა როგორ მიყვარდა ავად ყოფნა. ისე მიყვარდა, ხშირად ვიგონებდი კიდეც, ვითომ ავად ვარ და სკოლაში წასვლის ნაცვლად საწოლში ვიწექი და ვკითხულობდი. (სხვათა შორის დღემდე ვფიქრობ, რომ ძაან ჭკვიანურად ვიქცეოდი;D) აბა რა მექნა, სკოლას ვერ ვიტანდი, მძულდა სკოლის დერეფნების სუნი, ერთდროულად ბუფეტისა და საპირფარეშოს ახლოს ყოფნას რომ გაგრძნობინებდა, გადარეული ბავშვები სულ გეჯახებოდნენ, მუჯლუგუნებს გირტყამდნენ. ან შენც უნდა გერბინა გიჟივით დერეფნებში ან მორჩა! ლუზერის იარლიყით უნდა გეცხოვრა :D მერვე კლასამდე ასე იყო. მერე რაღაცაები შეიცვალა, ანუ ბევრად აუტანელი გახდა ცხოვრება. დაიწყო კლანების დაპირისპირებები, გოგოებმა ჩუმად სიგარეტის მოწევა დაიწყეს და პირველად მეც მაშინ მოვწიე "კოსმოსი" და "მაგნა" (რა უბედურებაა, რამდენი წლის ვყოფილვარ, დინოზავრად ვიგრძენი უცებ თავი:D) ბიჭების საპირფარეშოში კლასელებმა პარალელურკლასელი ბიჭი გააუპატიურეს და დიდი ამბით ტრაბახობდნენ. გოგოები ამ ბიჭს უყურებდნენ და ქირქილებდნენ. მეზიზღებოდა საკუთარი თავიც და ეს სექსუალურად აღგზნებული პრიშიკებიანი ბრბოც.
ჰოდა ამ ამბების ყურებას სახლში ყოფნა არ სჯობდა? რამე საინტერესო წიგნი, კომშის კომპოტი და ოცნებები. რაზე ვოცნებობდი აღარ მახსოვს ოღონდ, მგონი რაღაც წიგნის ან ფილმის გმირად წარმოვიდგენდი თავს ჩემთვის სასურველ სცენარში. მოკლედ განსაკუთრებული არაფერი.
ბოლოს და ბოლოს ამ ჩემი მოგონილი ავადმყოფობით ისე გადავამლაშე, რომ კინაღამ ბრმანაწლავის ოპერაცია გამიკეთეს. არაფერი მტკივა, ვიგონებთქო მაინც არ ვთქვი, მაგრამ ცოტა შემეშინდა და სასწრაფოდ "გამოვჯანმრთელდი". ხანდახან მქონდა "ავად გახდომის" ცდუნება, მაგრამ მთავარია მივხვდი, რომ ავად ყოფნა უპირატესობა არ იყო და ეს ჯანდაბეთი უნდა გადამეტანა როგორმე.
მე– 9 კლასში სახლში არაფერი მითქვამს ისე ავიღე ჩემი საბუთები და სხვა სკოლაში გადავედი, გაძლიერებულ ჰუმანიტარულ ჯგუფში, სადაც ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო.
რომერის ბიჭი მიყვებოდა, რომ ერთხელ არდადეგებზე მივიდა სკოლაში და საკლასო ოთახში მხოლოდ ყავისფერი, გადატყავებული მერხები დახვდა. მეექვსე კლასში იყო და მას შემდეგ სკოლის ხსენებაზე სულ ყავისფერი მერხების უსასრულო მწკრივებს ხედავდა. რა საშინელებაა არა?!
სახე ისე მიხურს, აშკარად ტემპერატურა მაღლა იწევს. ხო, სიცხემ და უგუნებობამ იცის ასეთი ამბების გახსენება. ამიტომაც წავიდა ეს პოსტი ურნაში.

2 comments:

DreaMar комментирует...

მე თან მიყვარს ჩემი ძველი სკოლა და თან მეზიზღება. რომელი გრძნობა უფრო ჭარბობს არ ვიცი :|

კოპალა комментирует...

ar vici nan ra gitxra .cudia rom aseTi cudi stabejdileba dagitova mag wlebma. es martla cudia ...me skolidan wamorebul mogonebebs axlac Tkbilad vixseneb :* ....