понедельник, 12 октября 2009 г.

ურნა


რამდენი ხანია არაფერი დამიწერია,ბლოგზე შემოსვლისაც კი მეშინოდა, ჰოდა ჩემს პასიურობას შედეგად ის მოჰყვა, რომ ვიზიტორების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა.
ჰოდა როგორ ხარ ეხლა? :)
ძალიან მომენატრა ბლოგები და მათი ავტორები, თუ ამას მონატრება შეიძლება ერქვას. პრინციპში რატომაც არა.
ფეისბუქზე სოფი სანის მწვანე ვაშლიან ბლოგს მოვკარი თვალი და მაგრად მომინდა წერა. ოღონდ დღეს არა, არ ვიცი რაზე უნდა დავწერო. ეხლა მაზოხისტური პოსტების წერა: "ვაი რა საშინელია ყველაფერი, სამყარო პირანიებითაა სავსე, არ ვიცი რა მემართება" – არ მინდა, თორე ეგ გამომდის – არ არსებობს, ძაან ოსტატურად. ეგ კი არა ერთი–ორი ლექსიც მაქვს მაქვს დაწერილი მაგ ჟანრში. სხვისი არ ვიცი და მე დღემდე ტირილი მინდება რომ ვკითხულობ.:D ერთს ქვია "წითური კატა" და ეხლა იუმორის გრძნობა რომ მქონდეს, აქ დავწერდი რაც მახსოვს, მაგრამ არაააა...
მორჩა. ერთი ურნაც ხომ უნდა ჰქონდეს წესიერ ბლოგერს.