четверг, 15 октября 2009 г.

კოშმარები სკოლის დერეფნიდან 2: კლასი


ეს რეები დაგიწერიაო, ყველაზე ტკბილი მოგონებები სკოლისააო...
ხო არა?
ვისთვის როგორ, ჩემთვის კარგი არაფერია იქედან მოსაგონარი. არც სკოლის ბუფეტში ნაყიდი "კორჟიკის" გემო მენატრება, არც დებილური შატალოები და მასწავლებლების გამწარება. საერთოდ არ მიყვარს არავის გამწარება, არც ზურგს უკან ქირქილი შემიძლია და არც ბოლო ზარის თეთრი "საროჩკა" მაქვს სათუთად შენახული.
სკოლა 12 წლიანი სავალდებულო ციხეა. ჩემი აზრით ასეთია ქართული სკოლების დიდი ნაწილი და ევროპაში და იეჰოვას სამოთხეში არ ვიცი რა ხდება. სასტიკი და მტრულად განწყობილი სამყარო, სადაც გინდა–არ გინდა გტენიან რაღაც ჩარჩოებში. არჩევანი თითქმის არ გაქვს, ან უნდა გავდე შენს თანატოლებს, ან იგნორირებული ხარ – რაღაც დონეზე მაინც. ძალიან ძნელია, ბავშვს მოსთხოვო ამ საყაროს გაემიჯნოს.
ახლა სასაცილოა ჰო მთელი ეგ ამბები, მაგრამ მაშინ ხომ იყო ძალიან სერიოზული?
ყოველთვის თანავუგრძნობ მოზარდებს, იმის მიუხედავად რა სასტიკებიც არ უნდა იყვნენ. რას იზამ, მათი სამყაროა სასტიკი.

ერთი ფილმის ნახვას გირჩევდით. ფილმმა გასულ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის მთვარი პრიზი აიღო, ჩემი აზრით დამსახურებულად, თუმცა მე სხვა ფილმს ვგულშემატკივრობდი. ესტონელი რეჟისორის, ილმაარ რაგის ფილმია, "კლასი". ფილმის ბიუჯეტი 100 ათას ევროს შეადგენდა, როგორც ვიცი სულ 14 დღეშია გადაღებული. 2007 წლეს კარლოვი–ვარის კინოფესტივალის ორი პრიზიც აიღო. მოკლედ ნახეთ, ნამდვილად ღირს ამად. გადმოწერა აქედან შეგიძლიათ.

2 comments:

zurriuss комментирует...

ჩემი სკოლის პერიოდის მოკლე ისტორია: სულ აქტიური და "ნიჭიერა" ვიყავი. ვერ მაჩუმებდნენ...
ერთხელაც ჩემი მასწავლებლები კუბოში ჩაწვენილები დავხატე კარიკატურების სტილში.ატყდა ერთი ამბავი. ბევრიც მომხვდა (საერთოდ, ჩვენს სკოლაში ცემა ეს აღზრდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო). მერე ინგლისურის მასწავლებელს რაღცაზე ნერვები მოვუშალე და იმანაც დამიმატა... გადავედი სხვა სკოლაში.
არ ვიცი რისი ბრალია (არადა თავში ყველაფერი ნორმალურად მაქვს), მაგრამ მაინც კარგად მახსენდება ყველაფერი. იცით,რატომ? იმიტომ, რომ არის სხვა რამეები, რაც გადაწონის ხოლმე ზოგიერთ ცუდს. და, საერთოდ, დრო რომ გადის, მერე ბევრ რამეც ღიმილით იგონებ ;)
დასკვნა თქვენთვის მომინდია ;)

ნან комментирует...

Ness@
ვერ გიტან!

:D :D