пятница, 18 сентября 2009 г.

ყველაზე უიღბლო ბიჭი



სულ ასეთი წარმომედგინა: გამხდარია, წუთური გაჩეჩილი თმა და აპრეხილი ცხვირი აქვს, სახეზე ჭორფლი აყრია, მოკლე შორტები აცვია, მუხლები გადატყავებული აქვს და მხრებზე მძიმე ზურგჩანთა აქვს მოკიდებული. შატალოზეა წამოსული, მაგრამ სულ არ უნდა ასაკგადასულების ჭკუაზე სიარული, ზის მარტო სკვერში და ბალს ჭამს, აზრზე არ არის სულ მოკლე ხანში რა ხათაბალაში გაეხვევა.
მარეკ პეგუსის უღბლობებთან სხვა რა მოსატანი იყო. მეგობრებს სწორედ მის ოთახში უნდოდათ ბომბის გამოცდა, მაშინ როცა პან ფანფარას ეძინა, რწყილებით სავსე სინჯარაც მის ოთახში ტყდებოდა მაინცდამაინც და მის მორიგეობას ემთხვეოდა კლასის დამრიგებლის დაბადების დღეც.
საწყალი, უიღბლო მარეკი,
თხელკანიანი წიგნი იყო, არ ვიცი რამდენჯერ წავიკითხე და ხელში შემომაცვდა, პირველი წაკითხვიდან რამდენიმე თვეში უკვე 14 გვერდიდან იწყებოდა. მაინც როგორ მეგლიჯებოდა ეს წიგნები ვერ ვხვდები.
"ნახატებიანი" წიგნი იყო, რაც საკმაოდ იშვიათი ამბავი გახლდათ. თითქმის ყველა ნახატი მახსოვს, ბოლო ნახატზე აბანოში მომხდარი ამბავი იყო, მსუქანი, შიშველი კაცი და იატაკიდან შავი ხელი ჩანს, მარეკის ხელი არ იქნებოდა, შეიძლება იპპოლიტ კვასსის იყო, ან თეოდორეს. ძალიან მაგარი ილუსტრაციები იყო, დავინტერესდი, ვინ იყო მხატვარი, მაგრამ წიგნს არც თავი აქვს და არც ბოლო და... :(
კიდევ ტექსტში შავი, მსხვილი შრიფტით იყო გამოყოფილი მნიშვნელოვანი წინადადებები. ეგეც მაგრად მომწონდა. არ ვიცი, ნეტა ორიგინალში იყო მასე და გადმოიტანეს, თუ?



ავტორი ვინ იყო, რათქმაუნდა დიდხანს ვერ დავიმახსოვრე. ედმუნდ ნიზიურსკი – არ არის ადვილი დასამახსოვრებელი, მითუმეტეს თუ ისედაც გიჭირს სახელისა და გვარების და რიცხვების დამახსოვრება. არადა რა მაგარი ტიპია ნახეთ?! უცებ მარეკი გეგონება, გაზრდილი რათქმაუნდა :)

სხვა კარგი წიგნებიც აქვს ნიზიურსკის, ალკიბიადე და ასე შემდეგ, მაგრამ მარეკი ყველაზე მეტად მიყვარს... ჰეკლბერისა და დევიდ კოპერფილდის მერე. ან ეს დახარისხება და ნომრების მინიჭება რა უბედურებაა. უბრალოდ მიყვარს.


პ.ს. რაც შეეხება ახალ რუბრიკას. "წიგნის თარო" ერქვა წიგნის მაღაზიას, რომელიც ჩემს მეგობარს უნდა გაეკეთებინა. იდეაში არსებობდა ყველაფერი, მუყაოს ყავისფერი პარკების ჩათვლით, რომელზეც მაღაზიის ლოგო და წარწერა უნდა ყოფილიყო, მაგრამ "წიგნის თარო" მხოლოდ ორი ადამიანის წამოსახვაში არსებულ წიგნის მაღაზიად დარჩა. ეს ჩემი მაღაზიის გვერდითაა, რომელსაც "წვიმის სახლი" ქვია და ექსკლუზიური ქოლგები და საწვიმრები იყიდება.

:D

1 comments:

ნან комментирует...

Katieé...@
მართლა ძაან გავს მგონი :D :D