среда, 16 сентября 2009 г.

ვიკი, კრისტინა და "წაგებული" ლეპტოპი


მას შემდეგ რაც ერთ–ერთ ჟურნალისტურ კონკურსზე "წავაგე" ლეპტოპი და მოვიგე სიმპათიური ფოტოაპარატი, დარდიან გულზე გადმოვწერე ნეტიდან ფილმები, მოვიმარაგე ჩემი საყვარელი Carte Noire და ერთმანეთზე მიყოლებით ვნახე რამდენიმე ფილმი, რომელთა ნახვაც დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ საკუთარი არაორგანიზებულობის გამო ვერ ვახერხებდი.
პირველი რაზეც უნდა ვთქვა, რათქმაუნდა ვუდი ალენის "ვიკი ქრისტინა ბარსელონაა". ეს ტურისტული საგზურივით შეფუთული ფილმი პირველივე ნახვისთანავე საყვარელი ფილმების სიაში მოექცა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ნიუ–ორკელი ფსიქოპატი ძალიან მაგარი კაცია.
ისეთი ფილმია, ვიღაცასთან რომ უნდა უყურო, სასურველია ეს ვიღაცა თუ არ გიყვარს, მოგწონდეს მაინც და მასთან ერთად აღმოაჩინო რომ ცოოოტა პოლიგამი ხარ, ისე, ხანდახან, შიგადაშიგ. :D
საუნთრეკმა,ხასხასა ფერებმა, გაუდიმ,(რომელიც თითქმის არ ჩანს და მაინც არის), ხავიერ ბარდენმა და გოგოებმა გადასარევ ხასიათზე დამაყენა და თითქმის დამავიწყა რომ ლეპტოპის ყიდვა მომიწევს.
მერე ასე გახალისებულმა ვნახე "მოქალაქე კეინი".  დიდი შეცდომა იყო, ისეთი დიდი, რომ არც სამმა ფინჯანმა ყავამ მიშველა და სამარცხვინოდ ჩამეძინა. მესიზმრა ხავიერ ბარდენი კი არა, პენელოპა კრუსი, რომელიც რაღაცას მიყვიროდა ესპანურად.
"მოქალაქე კეინი" მეორე საღამოს ვნახე. საკმაოდ კარგი ფილმია, დიდი ხნის წინ მქონდა ნანახი და წესიერად არ მახსოვდა. მუშაობის ხასიათზე დავდექი. არადა საკმაოდ მოსაბეზრებელია წვრილმანების გარკვევა და კირკიტი.

2 comments:

xissunianisaxli комментирует...

umagresi filmi

mokhetiale комментирует...

ცუდია რომ წააგე, კარგია ფოტოაპარატი რომ მოიგე.
მეც გული მიგრძნობს ამ დღეებში "წავაგებ" ლეპტოპს და რაღაცნაირად ვარ. იმდენად რაღაცნაირად რომ საკუთარ თავს ვაიძულე მენახა "ნაიარევი სახე". საძაგელი ფილმია. მეორედ ნახვა რომ აღარასოდეს მომინდება. "უფრო მეტი მინდა ფილმია", თუ არ გინახავს არ ნახო...

ჰო სულ მავიწყდებოდა. "ვიკი კრისტინა ბარსელონა" არა მაქვს ნანახი. ვნახო?