четверг, 6 августа 2009 г.

აგვისტოს პოსტი


მოკლედ ყველა შვებულებაშია. ბლოგერებიც და არაბლოგერებიც.ზოგი რაჭაშია, ზოგი ყაზბეგში, ზოგი ევროტურნეს აწყობს. მე კიდე ვზივარ ბათუმში და ვოცნებობ სადმე წასვლაზე.
სადმე რა... მთაში მინდა, ან სადმე წყნარ ადგილას. მდინარის ხმა რომ ისმის, დიდი ხეების ჩრდილი როა, სუფთა ჰაერი და ღამე ციცინათელები. ლოლ... სულ ამიდუღა ტვინი ამ მზემ :დ ;დ

ჩემი არაბათუმელი მეგობრები მთელი წელი მუშაობენ, ფულს ზოგავენ და ოცნებობენ ბათუმში დასვენებაზე, მერე ჩამოდიან და უკვირთ, რატომ არ დავდივარ ზღვაზე, და საერთოდ, როგორ თუ არ მიყვარს მზე და ხვატი.
გაგიგონია ზაფხულის არდადეგების იქ გატარება, სადაც ცხოვრობ და მუშაობ?! – არ გამოდის ეგ ამბავი. მაქსიმუმ რამდენიმე საათი მეგობრებთან ერთად კაფეში გაატარო და რამე დალიო. სულ ეგაა. ჰო, დღეს კიდე "სინემა–ბიჩში" მივდივარ, ფილმი უნდა ვნახო.

დიდი სიამოვნებით დავისვენებდი რომელიმე მიყრუებულ კურორტზე. სიჩუმე. არც ერთი ნაცნობი. არავითარი ტელევიზორი. დილით მშვიდად გძინავს, არსად გეჩქარება, კაი წიგნები გაქვს, გარეთ სიმწვანე და სიგრილეა და არავითარი კოღოები.

2 comments:

Anonymous комментирует...

TQVENS SAITZE SHEMTXVEVIT MOVXVDI BRIUSELIDAN:)))DZALIAN SAYVARELI SAITIA.NORMALURI QVEYANA ROM IYOS SAQARTVELO,YVELA QARTVELI MIS SAYVAREL SAMSHOBLOSHI IQNEBODA...YVELAPERI ISEV MAG DAMPALI XELISUPLEBIS GAMOA!YVELAS MIEGEBA TAVISI PASUXI GMERTISGAN 1DGES.TQVEN KI MINDA GITXRAT ROM DZALIAN MIYVARXART CHEMO KARGEBO DA YVELAPER SAUKETESOS VUSURVEB CHEMS LAMAZ QVEYANAS MIS DZVIRPAS ADAMIANEBTAN ERTAD!!! LA GEORGIE EN FORCE!!!QUE DIEU BENISSE LA GEORGIE,JE VOUS AIIIME;)))

bigcrow комментирует...

ჰეჰ, დაჟე მეც კი ვიყავი წელს ბათუმში... მართალია სამი დღით და სამივე სმაღრიალში გავლიე, მაგრამ ხომ ვიყავი :)

პ.ს. ბლოგროლში რატომ არ ვარ? o.O