вторник, 14 июля 2009 г.

წვიმიანი სამშაბათი

მთელი თვეა ისეთი "ჩამტკბარ–ჩაშაქრულ" თემებზე ვწერ, რომ მეტი აღარ შეიძლება. არადა  "თაროზე" შემოდებული მაქვს სამი ძაან მაგარი თემა (რომელიც არ ძველდება, მე მელოდება და ამასობაში სხვამ რომ გააკეთოს ინფარქტი დამცხებს), გამზადებული მაქვს ათამდე კარგი ფილმი და დასაწერი მაქვს ხუთამდე წერილი.

ამის ნაცვლად რამდენიმე კვირაა  ვბოდიალობ რაღაცაებს,  სახლში მაინც გვიან მივდივარ, შუაღამემდე ვუყურებ ტნტ –ეს და შუალედებში ყავის სმისას ვკითხულობ  წიგნებს: "მარეკ პეგუსის თავგადასავალი" და "რალფი ტყეში"   :|     :|    

გადავვარდი ბავშვობაში :D :D 

მაგრამ ახლა ამაზე არა. ის მინდოდა დამეწერა, რომ მაგრად გაწვიმდა დღეს ბათუმში. მე რომ მიყვარს ზუსტად ისე დასცხო, უf რა კარგად... მერე ჭექა–ქუხილიც იყო, ისეთი ძლიერი, რომ კოპალა მოულოდნელად შიშისგან ჩამეხუტა. დღეს ვიღაც მადლიერმა რესპოდენტმა ყვავილი აჩუქა და მითხრა, ცოტაც და მგონი ეს უკანასკნელი ყვავილი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაშიო :) 

ბლოგი აბა რის ბლოგია, ცოტა წვიმაზე, სხვა ბუნებრივ მოვლენებსა და ყვავილებზე არ წერია რამე. ჰოდა დღეს წვიმაზე მომინდა დაწერა. წვიმაზე კი არა, იმ გრძნობაზე, წვიმის დროს რომ მიჩნდება. 

წვიმა ბათუმში, როგორც წესი, არ უყვართ. ისედაც სულ წვიმს და რა განსაკუთრებული სიყვარულია საჭირო. მე ერთ–ერთი გამონაკლისი ვარ. არა აქვს მნიშვნელობა  წელიწადის რა დროა, სახლში ვარ თუ ქუჩაში, ქოლგა მაქვს თუ არა – ძლიერი წვიმის დროს ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს.  თუ სხვა, ხელშემწყობი გარემოებებიც მაქვს ხომ საერთოდ.  დღეს მაგალითად ჩემი საგაზეთო გვერდების გაკეთება დავასრულე, რედაქციაში გრილოდა, მშვიდად ვგრძნობდი თავს და გაწვიმდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი... :)   ცოტა ხანი ვითმინე, მერე მშია – თქო მოვიმიზეზე და ჩემი შესანიშნავი, ლურჯი ქოლგით გავედი ქუჩაში.  

 

4 comments:

Anonymous комментирует...

რატომ გამოგრჩა მთელი დღის ქრონოლოგიაში ის ამბავი რომ თბილად გაცვია ნან:))) და გცხელა საშინელი წვიმის მიუხედავად:) მე კი მთელი დღეა ლამის ლოლოები ჩამომეკიდოს, გრიგალივით მირტყამს ეს კონდიციონერი გვერდებში.რომ ვიცი რა ძნელია სიცხეში სიცივე ან სიცივეში სიცხე: (ზამთარში ესეც გამოცდილი მაქვს) ვერაფერს ვერ ვამბობ:(
საწყალი:)

ნათია როყვა комментирует...

მოვა ზამთარიც:)))უფ, უფ უფ:)უცებ მომინდა თოვლი:)

ნან комментирует...

კოპალა @
:) და ეს სიყვარული ცალმხრივი არ არის, ხომ იცი?! :D :D

კოპალა комментирует...

კიდევ კაი :D :D მაგაში მაინც გამიმართლა....:*