четверг, 21 мая 2009 г.

წუწუნა

ხანდახან ხდება, მუშაობა გინდა, მაგრამ არაფერი გამოდის და ეს მთლად შენი ბრალიც არაა.
დილით უნდა წავსულიყავი ქედაში, მაგრამ  ჯანმრთელობამ შემიშალა ხელი და ეგ ამბავი ხვალისთვის გადავდე.
სტატია უნდა მომემზადებინა "ჯანმრთელობისთვის" (ეს ჩემი გვერდია :) და სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას მოვუნდი ნახევარი დღე, ისიც ზუსტი არ არის და გადასამოწმებელია. ორმა რესპოდენტმა ხვალამდე არ გვეცლებაო,  ერთი ადამიანი კი რომლის ჩაწერასაც ვგეგმავდი , თურმე 2002 წელს გარდაიცვალა...
ერთი სიტყვით უიღბლო დღეა.
საღამო ისე მოვიდა, რომ წესიერად არაფერი გამიკეთებია.  
ახლა ნეტიდან ვქაჩავ ვუდი ალენის ფილმს, (ბურჟუაზიული საღამო უნდა მოვიწყო: ღია ფანჯრებიდან გაზაფხულის ნაწვიმარი საღამოს სუნი შემოდის, სიმშვიდე, კინო + გემრიელი ყავა), ველოდები როდის მომიხარშავს ნათია როყვა თურქულ ყავას და გონებაში ხვალინდელ დღეს ვგეგმავ.  

1 comments:

ნათია როყვა комментирует...

ძალიან კარგი ხარ