вторник, 12 мая 2009 г.

ფრენსის

«Her story is shocking, disturbing, compelling... and true»

ეს ფილმი ვნახე "ილუზიონში", 12 ან 13 წლის ვიყავი. სულ ერთხელ მაქვს ნანახი და არასოდეს დამავიწყდება. მხოლოდ სათაური ვიცოდი  და ის რომ, ჯესიკა ლანჟი ასრულებდა მთავარ როლს.  

საშინელი და კარგი ფილმია. "ილუზიონის" ფილმებიდან ყველაზე მეტად ეს მახსოვს და ბენუელის "ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი". 

ახლა ვნახე, რომ ეს ჩემი ერთადერთხელ ნანახი და მაინც საყვარელი ფილმი 40–იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავის, ფრენსის ფარმერის ცხოვრების მიხედვით ყოფილა გადაღებული. რეჟისორია გლემ კლიფორდი. ვისაც არა გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ...