четверг, 7 мая 2009 г.

საჩუქარი, ბლოგი




რატომ გადავწყვიტე ბლოგერობა?! 

მანამდეც მქონდა ორი მცდელობა, ორი ბლოგი, რომელთაგან ერთ–ერთი ძალიან პირადი გამოვიდა, მეორეზე კი სტატიები დევს და იშვიათად თუ შეეხეტება ვინმე გზააბნეული. ორი საცოდავი კომენტარია, აქედან ერთი თანამშრომლის. მოკლედ ჩემი ორკვირიანი ბლოგერობა პირველ ეტაპზე სამარცხვინოდ დასრულდა. 

ეს არის მცდელობა ნომერი სამი. პრინციპში არავითარი ობიექტური საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ეს ბლოგი კარგი გამოვა, მაგრამ ვენდობი ჩემს ინტუიციას (რომლის გამოც სულ დამცინიან და სულ ტყუილად!) და ვფიქრობ, რომ ამ ბლოგს ეყოლება მეტი მკითხველი. 

თავისი შინაარსით ეს არის ბლოგი ბლოგის შესახებ. ანუ, ერთ ბლოგზე დევს სტატიები, მეორეზე – (თქვენ რომ კითხულობთ ახლა) როგორ იწერება ეს სტატიები. აი ტავტოლოგიაც გამოვაცხვე! 

თავიდანვე რომ ჩაგაყენოთ საქმის კურსში – პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ, (ორმა განაწყენებულმა რესპოდენტმა წამომაძახა კიდეც ეს ამბავი), ერთი წელია ამ საქმეს მოვკიდე ხელი და ძალიან მომწონს. არ იფიქროთ, რომ თავს ვიზღვევ ამ განცხადებით, პირიქით – პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და არც მეშინია. მოკლედ ვმუშაობ და თან ვსწავლობ. თავიდან ვიღაცაები მეუბნებოდნენ, რა დროს ეგ არის შენს "ასაკშიო", (რას მაშინებენ ამ ასაკით ვერ გავიგე), მაგრამ არ მანაღვლებს ეგ ამბავი. ისე დღეს გავხდი 30 –ის.  როგორ ფიქრობთ, გვიანია ვითომ?! 

4 comments:

Anonymous комментирует...

გილოცავ :)

liilia... комментирует...

:)ძალიან საყვარელი და გულახდილია...
არასოდეს არაფერი არ არის გვიან...
წინ...

xissunianisaxli комментирует...

მოვალ ხოლმე :)

თორნე комментирует...

დიზაინი შეგიცვლია!საინტერესოა!წარმატებებს გისურვებ.გავცვალოთ ბლოგების მისამართები!წარმატებებს გისურვებ!